თინა ხიდაშელი - ყველაზე საცოდავი და სამარცხვინო მაშინ ხდება ხელისუფალი, როცა შეუძლია, ადამიანებზე ანგარიშსწორების, ცემის, შეურაცხყოფის ბრძანებები გასცეს - ეს დასასრულია, აქედან შემობრუნება არ არსებობს!

ყველაზე საცოდავი და ყველაზე სამარცხვინო სწორედ მაშინ ხდება ხელისუფალი, როდესაც შეუძლია, ადამიანებზე ანგარიშსწორების, ცემის, შეურაცხყოფის ბრძანებები გასცეს. ეს დასასრულია! აქედან შემობრუნება არ არსებობს! - ამის შესახებ „სამოქალაქო იდეის“ ლიდერი თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, „აგონიაში მყოფ, უცოდინარ და უტიფარ ხელისუფალთ საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ბოლო გაბრძოლების დროს, მხოლოდ ძალადობა შერჩებათ ხოლმე იარაღად“.

„ჩემი სოლიდარობა გია ჯაფარიძეს და ყველა იმ ადამიანს ვისაც ასე ქურდულად ეპარებიან და სცემენ!

ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ეს ბრძოლა არ იქნება ადვილი! ძალაუფლებით თრობაში მყოფი ხელისუფალი კუდს იქნევს.

აგონიაში მყოფ, უცოდინარ და უტიფარ ხელისუფალთ საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ბოლო გაბრძოლების დროს, მხოლოდ ძალადობა შერჩებათ ხოლმე იარაღად. ასე იყო ყველა ჯერზე და სამწუხაროდ ასეა დღეს საქართველოშიც. ეს თითქოს, ერთი შეხედვით ლოგიკური კითხვები, ვის აწყობს? რაში აწყობს? ეს ხომ მათ წინააღმდეგ მუშაობს? და სხვა უბრალოდ არარელევანტურია. თქვენ ვინც ამ კითხვებს სვამთ დღეს საკუთარი კომფორტის ზონაში ხართ ისევ, ამიტომ ლოგიკაც და რელევანტურობაც არ დაგიკარგავთ. შესაბამისად, მარტივად არქმევთ ყველაფერს სახელებს, მაგრამ მათ, იქ შუშის სასახლეში და მის შორიახლოს მყოფთ ეს კომფორტის ზონა დარღვეული აქვთ, საკუთარი დანაშაულებრივი შეცდომებისგან კუთხეში არიან მიქცეული და მხოლოდ შიში განსაზღვრავს მათ ქმედებებს. ზუსტად ამ დროს იმარჯვებს ძალადობა გონიერებაზე და მათი გონებაც ყოველ ჯერზე მხოლოდ მორიგ ძალადობრივ ქმედებას წარმოშობს.

ყველაზე საცოდავი და ყველაზე სამარცხვინო სწორედ მაშინ ხდება ხელისუფალი, როდესაც შეუძლია, ადამიანებზე ანგარიშსწორების, ცემის, შეურაცხყოფის ბრძანებები გასცეს.

ეს დასასრულია! აქედან შემობრუნება არ არსებობს!

ეს შესაძლოა მათ არ იციან, რადგან ცოდნასთან ძალზედ მწყრალად არიან, მაგრამ სხვა კანონზომიერება უბრალოდ არ არსებობს“, - წერს თინა ხიდაშელი.

თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში