რატი ბრეგაძე - ასე ხელაღებით რატომ ამტკიცებთ, რომ ვინმეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ხელისუფლების მომხრემ თუ სხვამ?- თუ ვინმეს შეიძლება აწყობდეს მსგავსი ტიპის არეულობა ეს, რა თქმა უნდა, ის ადამიანები არიან, ვინც ამ მიტინგების წინ დგანან

ასე ხელაღებით რატომ ამტკიცებთ იმას, რომ ვინმეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ხელისუფლების მომხრემ თუ სხვამ? - თუ კი ვინმეს შეიძლება, რომ აწყობდეს მსგავსი ტიპის არეულობა ეს, რა თქმა უნდა, ის ადამიანები არიან, ვინც ამ მიტინგების წინ დგანან. ვისაც აწყობს ქვეყანაში მძლავრი საპროტესტო მუხტის შექმნა, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გუშინ ღამე მომხდარ თავდასხმის ფაქტებს გამოეხმაურა.

მისივე განცხადებით, „ვისაც უნდა, რომ მუხტი აწიოს, მას აწყობს რაც შეიძლება მეტი დაზარალებული ადამიანი”.

მისივე თქმით, „ხელისუფლების ინტერესში ნამდვილად არ შედის ვინმესთვის ზიანის მიყენება ან საპროტესტო მუხტის გაღვივება”.

„ასე ხელაღებით რატომ ამტკიცებთ იმას, რომ ვინმეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ხელისუფლების მომხრემ თუ სხვამ? რაზე ამბობთ ასე ხელაღებით? გითხარით ვინმემ თავის თავი იცემა-თქო? არც ის ვიცი თავის თავი იცემეს თუ სხვამ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ეს ყველაფერი უნდა დაადგინოს გამოძიებამ. რა არის ამაში გაუგებარი?! გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით მიმართვა რაში სჭირდება, როდესაც სამართალდამცავი ორგანოები არის იმისთვის, რომ მათ შორის, ნებისმიერი დანაშაული გამოიძიოს. დარწმუნებული ვარ გამოიძიებენ კიდეც. პირველ რიგში, ყველა დაშავებულს მინდა გამოჯანმრთელება ვუსურვო. მეორე, თუ კი ვინმეს შეიძლება, რომ აწყობდეს მსგავსი ტიპის არეულობა ეს, რა თქმა უნდა, ის ადამიანები არიან, ვინც ამ მიტინგების წინ დგანან. ვისაც აწყობს ქვეყანაში მძლავრი საპროტესტო მუხტის შექმნა. გამორიცხულია რომ ვინმე სხვას აწყობდეს? ვისაც უნდა რომ მუხტი აწიოს, მას აწყობს რაც შეიძლება მეტი დაზარალებული ადამიანი. ხელისუფლების ინტერესში ნამდვილად არ შედის ვინმესთვის ზიანის მიყენება ან საპროტესტო მუხტის გაღვივება”, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

როგორც ცნობილია, გვიან ღამით, უცნობი პირები თავს დაესხნენ საკუთარ სახლთან "ნაციონალური მოძრაობის" წევრს დიმიტრი ჩიქოვანს. ასევე, სადარბაზოსთან ფიზიკურად გაუსწორდნენ "ჭავჭავაძის ცენტრის" მკვლევარს გია ჯაფარიძეს. გავრცელებული ინფორმაციით, თავს დაესხნენ, ბაიკერ ლაშა ღვინიანიძესაც, რომელიც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის წინააღმდეგ გამართული აქციების მონაწილეა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე