შალვა პაპუაშვილი - ის, როგორც პრემიერთან ინტერვიუს დროს იქცეოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ სამი ჟურნალისტი, უკიდეგანოდ შორსაა ქართული ჟურნალისტიკისაგან - ეს არის საელჩოების, დონორების და „ენჯეოების“ წლების მუშაობის შედეგი

ის, როგორც პრემიერ-მინისტრთან ინტერვიუს დროს იქცეოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ სამი ტელევიზიის ჟურნალისტები, უკიდეგანოდ შორსაა ქართული ჟურნალისტიკისა თუ ადამიანური ეთიკისგან, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ის აღნიშნავს, ეს არის საელჩოების, დონორების და ენჯეოების წლების მუშაობის შედეგი.

„უნდა ვიცოდეთ ერთი რამ.

ის, როგორც პრემიერ-მინისტრთან ინტერვიუს დროს იქცეოდნენ „ნაციონალური მოძრაობის" სამი ტელევიზიის ჟურნალისტები, უკიდეგანოდ შორსაა ქართული ჟურნალისტიკისა თუ ადამიანური ეთიკისგან. ეს არის საელჩოების, დონორების და ენჯეოების წლების მუშაობის შედეგი. თან ეს ყველაფერი კეზერაშვილთან და სააკაშვილთან თანადაფინანსებით.

გაუქმებული ჟურნალისტიკა!

P.S. ვიცი, რომ ამ ქვეყნის ნამდვილი ჟურნალისტები (თუნდაც ჩვენდამი კრიტიკულები) ამას ყველაფერს ხვდებიან, მაგრამ, უცხოელი დონორების კეთილგანწყობის დაკარგვის შიშით, ვერაფერს ამბობენ. ეს არის 21-ე საუკუნის საქართველოს რეალობა”, - წერს შალვა პაპუაშვილი.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება