პეტრე ცისკარიშვილი - ყველა ბერკეტი უნდა გამოვიყენოთ, რომ საქართველო გადავარჩინოთ ამ რეჟიმის მავნებლური პოლიტიკისგან

აბსოლუტურად დროული აქციაა, რადგან მომავალ კვირაში ორშაბათ-სამშაბათს, მესამე მოსმენით [უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის] მიღება იგეგმება, რასაც წინასწარი ინფორმაციით, რა თქმა უნდა, ვეტო მოჰყვება, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა ჟურნალისტებს რესპუბლიკის მოედანზე განუცხადა, საიდანაც ცოტა ხანში, ევროპის მოედნის მიმართულებით "ევროპის მარში" მოეწყობა.

მისივე თქმით, ევროინტეგრაციის გზაზე შეფერხება არის ის, "რასაც "ოცნების" რეჟიმი ქართველ ხალხს მოუტანს".

"ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ როგორმე ეს რეჟიმი შევაჩეროთ საქართველოს უფსკრულში გადაჩეხისგან, ყველა ინსტრუმენტი, ყველა ბერკეტი უნდა გამოვიყენოთ, რომ საქართველო გადავარჩინოთ ამ რეჟიმის მავნებლური პოლიტიკისგან და იმ გადაწყვეტილებებისგან, რასაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჯიუტად იღებენ და ცდილობენ უკან არ დაიხიონ, რადგან თვლიან, რომ ამაზეა მათი პოლიტიკური ბედი დამოკიდებული. არჩევნებს წააგებენ რუსეთის დავალება რომ არ შეასრულონ, პუტინი გაუბრაზდება, ასევე, ბიძინას დავალება რომ არ შეასრულონ, ბიძინასგან სპეციალურ სანქციებს მიიღებენ, მაგრამ იმას არ თვლიან, რომ სანქციებს დასავლეთი დაუწესებს მათაც და დანარჩენ საქართველოს, ჩვენ ყველას, აღარ ვიქნებით ევროინტეგრაციის გაწევრიანების გზაზე, ეს არის მთავარი სანქცია, რასაც "ოცნების" რეჟიმი ქართველ ხალხს და ქართულ სახელმწიფოს მოუტანს, ეს არის ის უბედურება, რასაც ჩვენ ვებრძვით",- განაცხადა ცისკარიშვილმა.

ბიძინა ლებანიძე - ევროკავშირი დღეს კრიზისშია და ეს თავის თავსაც უნდა დააბრალონ, ბოლო 30 წელი ისე იცხოვრეს, თითქოს დედამიწაზე კი არა სამოთხეში ცხოვრობდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება