ირაკლი კობახიძე - პრეზიდენტი თვითონ არ წერს ვეტოებს, ან NGO-ები უწერენ, ან გარედან, ჩვენთვის მთავარია მოლაპარაკება სუბიექტებთან, რომელთაც უნდა დაუწერონ სალომე ზურაბიშვილს ვეტო - აბსოლუტურად ღია ვართ მსჯელობისთვის

პრეზიდენტს ვეტოებს გარედან უწერენ ხოლმე, ამიტომ ჩვენთვის მთავარია მოლაპარაკება სწორედ იმ სუბიექტებთან, რომელთაც უნდა დაუწერონ სალომე ზურაბიშვილის ვეტო და ჩვენ ამაზე უკვე გვქონდა საუბარი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, თუკი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით კონკრეტული სამართლებრივი შენიშვნები იქნება წარმოდგენილი, მმართველი გუნდი მსჯელობისთვის მზადაა.

„ყველამ ვიცით რომ პრეზიდენტი თვითონ არ წერს ხოლმე საკუთარ ვეტოებს, ან NGO-ები უწერენ, ან გარედან უწერენ ხოლმე, რაც ნუ, პრინციპში, ერთი და იგივეა. ჩვენთვის მთავარი არის მოლაპარაკება სწორედ იმ სუბიექტებთან, რომელმაც უნდა დაწეროს სალომე ზურაბიშვილს ვეტო და ჩვენ ამაზე უკვე გვქონდა საუბარი. მე პირადად მქონდა საუბარი ევროკავშირის და ეუთოს წარმომადგენლებთან იმასთან დაკავშირებით, რომ ვართ აბსოლუტურად ღია მსჯელობისთვის და დისკუსიისთვის. თუ იქნება კონკრეტული სამართლებრივი დასაბუთებული შენიშვნები წარმოდგენილი კანონპროექტთან დაკავშირებით, აბსოლუტურად ღია ვართ მსჯელობისთვის. თქვენ იცით, რომ დღემდე არცერთი კონკრეტული სამართლებრივი შენიშვნა არ წარმოუდგენიათ, ახლა არის დრო ამისთვის. თუ იქნება კონკრეტული სამართლებრივი შენიშვნები წარმოდგენილი, რა თქმა უნდა, დაიწყება მსჯელობა და მზად ვართ რომ ყველამ ერთად ავსახოთ ეს საკითხები კანონპროექტში“,-განაცხადა კობახიძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე