უკრაინის გენშტაბი - ვოლჩანსკისთვის ბრძოლა გრძელდება, მტერს ტაქტიკური წარმატება აქვს

უკრაინის შეიარაღებულ ძალებსა და რუსეთის საოკუპაციო ძალებს შორის ხარკოვის მიმართულებით მძიმე ბრძოლები გრძელდება, რთული ვითარება დინამიურად იცვლება, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

ამასთან, გენშტაბის ცნობით, ვოლჩანსკისთვის ბრძოლებში რუსებს ტაქტიკური წარმატება აქვთ.

„საბრძოლო მოქმედებები პილნაია - ლუკიანცის, პილნაია - გლუბოკოეს, პილნაია - ოლეინიკოვოს, მურომი - ბუგრუვატკას მიმართულებებით მიმდინარეობს. გარდა ამისა, მტერი ახორციელებს თავდასხმის ოპერაციებს სტრელეჩია - გლუბოკოეს, ოლეინიკოვო - გლუბოკოეს, ოლეინიკოვო - ლუკიანცის, მურომი - სტარიცას, პლეტენევკა - ტიხოეს მიმართულებებით“, - აცხადებენ გენშტაბში.

მათივე ინფორმაციით, დღის განმავლობაში მტერმა ამ მიმართულებით 22 თავდასხმა განახორციელა და 14 ამ დრომდე გრძელდება.

გენშტაბში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს ბრძოლები სასაზღვრო ქალაქ ვოლჩანსკისთვის.

„მტერმა ქალაქზე თავდასხმისთვის მნიშვნელოვანი ძალები განალაგა და არ გაითვალისწინა საკუთარი დანაკარგები. ამ მიმართულებით, დღეში რუსმა დამპყრობლებმა 100-ზე მეტი ოკუპანტი დაკარგეს. მტერს ამჟამად ტაქტიკური წარმატება აქვს. დაიგეგმა ზომები ჩვენი თავდაცვის ხაზში შეჭრილი მტრის განადგურების მიზნით“, - აცხადებენ გენშტაბში.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს