თინა ბოკუჩავა უმრავლესობას - თქვენმა სახელმწიფო ტერორმა მოიტანა მეტი კონსოლიდაცია, ერთობა, ურთიერთშეკავშირება და გამარჯვების რწმენა

თქვენმა სახელმწიფო ტერორმა მოიტანა მეტი კონსოლიდაცია, ერთობა, ურთიერთშეკავშირება და გამარჯვების რწმენა - საქართველო რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის, კობახიძის, ოხანაშვილის, მდინარაძის, პაპუაშვილის არაა, არც რუსეთისაა, ის იმ ახალგაზრდებისაა, რომლებიც მის ევროპულ მომავალს ასეთი სიმტკიცით იცავენ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, თინა ბოკუჩავამ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა.

მისივე თქმით, შეშინებულ, ვერ შემდგარ დიქტატორს, ბიძინა ივანიშვილს ეგონა მის მიერ დაანონსებული რეპრესიებით ხალხს შეაშინებდა, „მაგრამ ქართველმა ხალხმა გაჩვენათ, რომ ვერ გააჩუმებთ და ვერ შეაშინებთ!“

„შეშინებულ, ვერშემდგარ დიქტატორს, ბიძინა ივანიშვილს ეგონა მის მიერ დაანონსებული რეპრესიებით ხალხს შეაშინებდა, გააჩუმებდა, სისასტიკით, ძალადობით, ცემით, ჩასაფრებით, მუქარით, გინებით, ზარებით, სახლებთან ჩასაფრებით, მაგრამ ქართველმა ხალხმა გაჩვენათ მხდალ, 83 მოღალატეს, რომ ვერ გააჩუმებთ და ვერ შეაშინებთ! ერთს ცემთ, ასი გამოვა. 10-ს დაიჭერთ, 100-ს დაემუქრებით, ასი ათასი გამოვა თბილისის ქუჩებში, როგორც გამოვიდა უკვე როდესაც ჩვენ წავედით ევროპის მოედნისკენ. არავის ეშინია, პირიქით, თქვენმა სახელმწიფო ტერორმა მოიტანა მეტი კონსოლიდაცია, მეტი ერთობა, ურთიერთშეკავშირება და მეტი გამარჯვების რწმენა. გინდათ ნახოთ ნამდვილი საქართველო, გამოდით რობოკოპების გარეშე თბილისის ქუჩებში. გადით ახლა, პარლამენტის შენობის გარეთ გამოდით ისე, რომ არ დაიმალოთ მოძალადე „ხარებას“, გოგა მემანიშვილის და სხვა მოძალადეების ზურგს უკან, გამოდით და იქ ნახავთ ნამდვილ საქართველოს. ნამდვილი საქართველო იმ თავისუფალ ახალგაზრდებშია, რომლებიც ასეთი თავდადებით, სიმტკიცით, სიმშვიდით და სიყვარულით იცავენ ჩვენი ქვეყნის ისტორიულ ევროპულ არჩევანს; ნამდვილი საქართველოს გული მათში ფეთქვას; ნამდვილი საქართველოს სული მათთან სუფევს, სადაც არის სიყვარული ქვეყნის სიყვარული, პატრიოტიზმი; ნამდვილი საქართველოს სიყვარული სწორედ ამ ახალგაზრდებშია, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ნათელ და ევროპულ მომავალს იცავენ. საქართველო რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის არ არის, არც კობახიძისაა, არც ოხანაშვილის, არც მდინარაძის, არც პაპუაშვილის, არც რუსეთის, საქართველო იმ ახალგაზრდებისაა, რომლებიც საქართველოს ევროპულ მომავალს ასეთი სიმშვიდით, ასეთი სიმტკიცით, ასეთი თავდადებით იცავენ თბილისის ქუჩებში. ცდილობთ დაამახინჯოთ და შებღალოთ ილიას სიტყვები. ვინ ციტირებს ილიას სიტყვებს, ბიძინა ივანიშვილი? მოღალატე რუსი ოლიგარქი, რომლისთვისაც მთავარი სიწმინდე მისი ფულია და მისი მილიარდების დასაცავად მზადაა ივაჭროს ჩვენი ქვეყნის მომავლით, მზადაა ივაჭროს ჩვენი ქვეყნის ნათელი, ევროპული მომავლით. ცდილობთ დაამახინჯოთ და დააკნინოთ 9 აპრილის გმირები და მათი ისტორია. თავად ღალატზე ხელმომწერები, თქვენ, 83 დეპუტატი, რომლებიც 67 -წამიან კომიტეტის საჩქაროდ დაასრულებთ, რომ პარლამენტიდან, მორიგ ჯერზე, სამარცხვინოდ გაიპაროთ, რობოკოპების თანხლებით, IQ-ს უწუნებთ ამ ახალგაზრდებს და ცდილობთ გააშავოთ, ათასგვარი სიბინძურე შეთითხნოთ მათზე და აქტივისტებზე, არ გამოგივათ, იმიტომ, რომ მათთანაა სიმართლე, წრფელი გული, ქვეყნის სიყვარული და რწმენა უკეთესი ევროპული საქართველოსი! თქვენი პოლიტიკური მომავალი გარდაუვალია, ხალხის ნამდვილი ძალა კი ერთობაშია! ძალა ევროპაშია! ძალა ახალგაზრდებშია! როგორც არასდროს მჯერა, რომ მათთან ერთად გაიმარჯვებს ჩვენი ქვეყანა! მათთან ერთად გაიმარჯვებს ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი! რომ ახალგაზრდებთან ერთად გავიმარჯვებთ ჩვენ, თითოეული ჩვენგანი, ვინც გულწრფელად იბრძვის ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის გადასარჩენად. დიახ, ჩვენ გავიმარჯვებთ, გავიმარჯვებთ სახელოვნად საქართველოსთვის!“- განაცხადა ბოკუჩავამ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო