ხატია დეკანოიძე უმრავლესობას - როდესაც პრემიერი ინტელექტსა და IQ-ზე საუბრობს, მინდა გითხრათ, რა არის თქვენი ინტელექტის და IQ-ის სახე - მას დიტო სამხარაძე ჰქვია!

მესმის, რომ გამწარებული და გაღიზიანებული ხართ, რადგან ბიძინა ივანიშვილმა სამუდამო დამღა დაგასვათ! - საერთაშორისო სანქციები სულ მალე იქნება, მაგრამ ყველაზე მთავარი სანქცია და დამღა არის განაჩენი, რაც თითოეულ თქვენგანს ახალგაზრდებმა უკვე გამოგიტანეს! ამ დამღას სამშობლოს გასხვისების დამღა ჰქვია! ეს არის დამღა, როცა ვერც ერთი თქვენგანი სპეცრაზმის გარეშე პარლამენტში ვერ შემოდის და ქუჩაში ვერ დადის! - ამ განცხადებით მმართველი უმრავლესობის დეპუტატებს "ევროოპტიმისტების" დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიმართა.

როგორც დეკანოიძემ განაცხადა, ხელისუფლებამ საკუთარ პროპაგანდისტულ მანქანებსა და ტელევიზიებში მილიონები ჩაყარა, მაგრამ მათმა პროპაგანდამ არ იმოქმედა და დღეს ახალგაზრდობა საქართველო ინტერესების სადარაჯოზე დგას.

„ივანიშვილის დამამცირებელმა დამოკიდებულებამ ქვეყნის მიმართ, ხალხით ვაჭრობამ, მისმა პარანოიდულმა შიშებმა მისი რუსული ბუნება, რუსული ხასიათი და სიძუნწე კიდევ უფრო კარგად წარმოაჩინა, მაგრამ ყველაზე უფრო დამამცირებელი დამოკიდებულება, როგორც პუტინი საკუთარ მოსამსახურეებს ამცირებს, თქვენს შემთხვევაში წარმოჩინდა. ივანიშვილმა 83 ადამიანი 67 წამში აიძულა, რომ საქართველო გაესხვისებინა!

როდესაც პრემიერი ინტელექტსა და IQ-ზე საუბრობს, მინდა გითხრათ, რა არის თქვენი ინტელექტის და IQ-ის სახე - მას დიტო სამხარაძე ჰქვია! - ადამიანი, რომელიც ოჯახებში რეკავს და ახალგაზრდებს აგინებს! თვენი კოლექტიური სახეა ის ადამიანი, ვინც ჩემს 16 წლის ძმისშვილთან საგინებლად დარეკა. თვენი კოლექტიურო სახეა ადამიანი, ვინც ოპოზიციონერებს და აქტივისტებს ბუჩქებში ჩასაფრებული ელოდება! თვენი კოლექტიური სახე დიტო სამხარაძის და კალაძის მიერ ორგანიზებული ზონდერ ბრიგადები არიან, რომლებიც ადამიანებს ბიტებით სცემენ. თქვენი კოლექტიური სახეა ის, რომ ქალაქები, სადაც ბავშვები თამაშობენ და ტურისტები დადიან, საშინელი, ამაზრზენი წარწერებით გადააჭრელეთ - აი, ეს არის თქვენი ინტელექტი და თქვენი IQ!“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 20.04.2026
Trump Tower Tbilisi – თბილისის წამყვანი დეველოპერები The Trump Organization-თან პარტნიორობით საქართველოში ყველაზე მაღალი ცათამბჯენის მშენებლობას გეგმავენ