ლევან ბეჟაშვილი - ჩვენი მოთხოვნაა, რომ ვეტოს საკითხის გადაწყვეტამდე მოხდეს 84 დეპუტატის სანქცირება, რადგან ეს ადამიანები არიან რუსული გავლენის აგენტები ამ ქვეყანაში

ამ კანონის მიღებით „ქართულმა ოცნებამ“ პრაქტიკულად ქვეყანა წაგვართვა, ჩააბარა რუსეთს, ქვეყანაში გაფორმდა რუსული რეჟიმი. ომი, რომელიც გამოუცხადა ივანიშვილმა ქართველ ხალხს, ქართველი ხალხის გამარჯვებით დასრულდება, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, მათი მოთხოვნაა, რომ ვეტოს საკითხის გადაწყვეტამდე მოხდეს 84 დეპუტატის სანქცირება, რადგან ეს ადამიანები არიან რუსული გავლენის აგენტები ამ ქვეყანაში.

როგორც ბეჟაშვილმა აღნიშნა, ამ ქვეყანაში აღარ არსებობს ლეგიტიმური სახელმწიფო ინსტიტუცია, არის პრეზიდენტი, არის საპარლამენტო ოპოზიცია, დანარჩენი სხვა ინსტიტუტები ემსახურებიან რუსულ რეჟიმს.

„ჩვენ ხშირად ვსაუბრობდით სახელმწიფოს მიტაცებაზე, სახელმწიფო სტრუქტურების მიტაცებაზე. ამ კანონის მიღებით „ქართულმა ოცნებამ“ პრაქტიკულად ქვეყანა წაგვართვა, ჩააბარა რუსეთს, ქვეყანაში გაფორმდა რუსული რეჟიმი. აქ რუსული კანონის თემა აღარ არის მნიშვნელოვანი, ამ კანონით რუსული რეჟიმი გააფორმეს. ამიტომ საზოგადოების პროტესტი იქნება კიდევ უფრო მძლავრი, ჩვენი დასავლელი პარტნიორების რეაქცია კიდევ უფრო მკაცრი და ხისტი.

ჩვენი მოთხოვნაა, რომ ვეტოს საკითხის გადაწყვეტამდე მოხდეს 84 დეპუტატის სანქცირება, რადგან ეს ადამიანები არიან რუსული გავლენის აგენტები ამ ქვეყანაში. აბარებენ რუსეთს საქართველოს, ამიტომ ბუნებრივია ჩვენ ვერ შევეგუებით, საზოგადოების ნებისმიერ პროტესტი არის ლეგიტიმური. ამ ქვეყანაში აღარ არსებობს ლეგიტიმური სახელმწიფო ინსტიტუცია, არის პრეზიდენტი, არის საპარლამენტო ოპოზიცია, დანარჩენი სხვა ინსტიტუტები ემსახურებიან რუსულ რეჟიმს.

ერთი დღითაც არ გადადეს ამ სხდომის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება, რომ საზოგადოებას ინფორმაცია მაინც ჰქონოდა სახელმწიფო მდივნის მოადგილის ვიზიტის შედეგებთან დაკავშირებით და ეს კიდევ უფრო სიმპტომატური არის, „რუსულმა ოცნებამ“, ივანიშვილის პარტიამ საგანგებოდ, ხაზგასმით გააკეთა დღევანდელ დღეს, როცა არ მისცა ჩვენს პარტნიორებს კონსულტაციების გამართვის შესაძლებლობაც კი, ამიტომ დღეს ეს ქვეყანა კიდევ ერთხელ გაფორმდა, როგორც რუსული რეჟიმის ქვეყნად, ამიტომ ჩვენ, საზოგადოებას კიდევ ერთი დამატებითი საფუძველი მოგვეცა, რომ ჩვენი პროტესტი იყოს მძლავრი, პროტესტს აქვს თავისი ლეგიტიმაცია. დღეს ხელისუფლება არალეგიტიმურია, არაკონსტიტუციურია, დაირღვა საბოლოოდ საქართველოს კონსტიტუცია, ამიტომ ომი, რომელიც გამოაცხადა ივანიშვილმა ქართველ ხალხს, დასრულდება ქართველი ხალხის გამარჯვებით“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ემილ ავდალიანი - ის, რაც დღეს ხდება საქართველოში თუ ქვეყნის საგარეო პოლიტიკაში, რუსეთს უნდა აწყობდეს, რადგან ასეთი შედარებით ქაოტური ვითარება მოსკოვს ბევრ საშუალებას აძლევს
აკადემიკოსი რამაზ ხუროძე - საჭიროა სახელმწიფოს მიერ მეცნიერებაზე გაწეული ხარჯების ეფექტიანობის შეფასება და შესაბამისად, ამ ხარჯების კორექტირება
ქართული პრესის მიმოხილვა 24.05.2024
„გალფის“ მხარდაჭერით 20 სტუდენტი აფხაზეთიდან ევროპის ჩემპიონატზე ეროვნული ნაკრების მატჩზე დასასწრებად გერმანიაში გაემგზავრება
„თიბისის“ მხარდაჭერით, ანტიკური კოლხეთის ქალაქი - ვანი, ეტრუსკული ცივილიზაციისადმი მიძღვნილ გამოფენას მასპინძლობს
BTU-ს AI-ს საბაკალავრო პროგრამას აკრედიტაცია მიენიჭა