სოზარ სუბარი - მომავალში გამოჩნდება, რომ კანონი არანაირ პრობლემას არ შექმნის, პირიქით - ხალხი გაიგებს ყველაფერს არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიასაშუალებების ფინანსების შესახებ, ახალგაზრდებიც გაიგებენ, რა ბინძურად ატყუებდნენ მათ!

მომავალში გამოჩნდება, რომ კანონი არანაირ პრობლემას არ შექმნის, პირიქით. ხალხი გაიგებს ყველაფერს არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიასაშუალებების ფინანსების შესახებ - ახალგაზრდებიც გაიგებენ, რა ბინძურად ატყუებდნენ მათ!- ასე ეხმაურება „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე, სოზარ სუბარი საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მესამე მოსმენით მიღებას.

როგორც სოზარ სუბარი სოციალურ ქსელში წერს, ამ გადაწყვეტილებით საქართველო კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სუვერენიტეტის ქვეყანა გახდა და მეორე მხრივ, „გამოჩნდა, რომ ქართულ ოპოზიციას დავალებების შესრულების ძალაც არ გააჩნია, არც კანონის გაწვევის უზრუნველყოფის, არც რევოლუციის და არც არაფრის“.

„გუშინდელი, პრინციპული გადაწყვეტილებით: საქართველო კიდევ უფრო დამოუკიდებელი და მაღალი ხარისხის სუვერენიტეტის ქვეყანა გახდა. მან სერიოზული გარე ჩარევების მიუხედავად შეძლო თავად მიეღო გადაწყვეტილება!

სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებს ვუთხარით: აზრი არ აქვს ასეულობით მილიონების ხარჯვას იმ ხალხში, რომლებსაც აღმოჩნდა, რომ დავალებების შესრულების ძალაც არ გააჩნიათ, არც კანონის გაწვევის უზრუნველყოფის, არც რევოლუციის და არც არაფრის.

უცხოეთიდან გაკეთებულმა, თქვენი წარმომადგენლების ხისტმა განცხადებებმაც კი ვერ გააძლიერა ისინი. ამ ფულის ხარჯვა გაცილებით უკეთესი იქნება ისეთ საქმეებში, რაც თქვენი და ჩვენი ქვეყნების საერთო ინტერესებში ჯდება. ასეთ საქმეებში მხოლოდ თანხის ნაწილის დახარჯვას ჯობს მთლიანად დაიხარჯოს, ხედავთ, რომ აგენტურისგან ხეირი მაინც არ არის. ჩვენც და ქართველი ხალხიც უფრო მადლიერები ვიქნებით! ათასობით არასამთავრობო ორგანიზაციაც გაცილებით მეტ დაფინანსებას მიიღებს და ეს თანხები 50-მდე მდიდარი ენჯეოს ხელში არ კონცენტრირდება! კარგი საქმეებიც გაცილებით მეტი გაკეთდება!

მომავალში გამოჩნდება, რომ კანონი არანაირ პრობლემას არ შექმნის, პირიქით. ხალხი გაიგებს ყველაფერს არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიასაშუალებების ფინანსების შესახებ. ახალგაზრდებიც გაიგებენ, რა ბინძურად ატყუებდნენ მათ!“ - წერს სუბარი სოციალურ ქსელში.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს