ლიეტუვისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შალვა პაპუაშვილის განცხადებას პასუხობენ და აცხადებენ, რომ მასთან პრობლემურ საკითხებზე „არა თუ შეთანხმდნენ“, არამედ „უკიდურესად მტკიცე შეხედულებები გამოხატეს“

ლიეტუვისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურებიან, რომელშიც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ევროპელ საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრაზე ყველანი შეთანხმდნენ, რომ მმართველმა პარტიამ სწორი გააკეთა, როდესაც მათ ევროპელ კოლეგებს არ მოუსმინეს, რუსეთს სანქციები არ დაუწესეს და მიხეილ სააკაშვილი არ გაათავისუფლეს.

„საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შესახებ არსებული დაბნეულობის საპასუხოდ ვფიქრობ, აუცილებელია განვმარტო, რომ ჩვენ არ შევთანხმებულვართ, რომ საქართველო მართალი იყო, როდესაც ევროპული რჩევები და ღირებულებები უგულებელყო. ჩვენ უკიდურესად მტკიცე შეხედულებები გამოვხატეთ და არა „გარკვეული შეშფოთებები“, - წერს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი X-ზე.

„ნება მომეცით განვმარტო, რომ ჩვენ არც ერთ მათგანზე არ შევთანხმებულვართ. ჩემი მესიჯი საპირისპიროა: საქართველო სწორი მიმართულებით არ მიდის“, - წერს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მაგნუს ცაჰკნა X-ზე.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს