ილია დარჩიაშვილი - მიუღებელი და გაუგონარია, როდესაც მეგობარ ქვეყანაში ჩასული საგარეო საქმეთა მინისტრი ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში იღებს მონაწილეობას

მიუღებელია, როდესაც მეგობარ ქვეყანაში ჩასული მეგობარი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში იღებს მონაწილეობას, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დიპლომატებს მეტი პასუხისმგებლობა მართებთ, როდესაც მსგავსი ტიპის აქტივობებში იღებენ მონაწილეობას.

„ფაქტი არის მიუღებელი და გაუგონარი. ჩვენ, დიპლომატებს გვმართებს მეტი პასუხისმგებლობა, როდესაც მსგავსი ტიპის აქტივობებში ვიღებთ მონაწილეობას. მიუღებელია, როდესაც მეგობარ ქვეყანაში ჩასული მეგობარი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში იღებს მონაწილეობას. ეს ძალიან სამწუხარო ფაქტია და ჩვენ, დიპლომატებს ნამდვილად მეტი პასუხისმგებლობა გვაქვს, როდესაც მსგავსი ტიპის ღონისძიებებში ვიღებთ მონაწილეობას“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია