სალომე ზურაბიშვილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე - მიუღებელია, მოდიფიცირებას არ ექვემდებარება - გასაგებია, რა ხდება: ხელისუფლება არ აკეთებს იმას, რასაც ქვეყანა მოელის

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს ვეტოს დაადებს.

AP-სთან ინტერვიუში, კითხვაზე, დაადებს თუ არა ის ვეტოს კანონპროექტს, მიუხედავად იმისა, რომ „ქართულ ოცნებას“ მისი დაძლევის უნარი აქვს, პრეზიდენტმა უპასუხა:

„დიახ. ეს ეხება ყველა კანონს, რომლისთვისაც აქამდე ვეტო დამიდია, მას შემდეგ რაც გავაკეთე განცხადება, რომ ვეტოს დავადებდი ყველა კანონს, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის რეკომენდაციებს როგორც ფორმალურად, ისე არსებითად, რადგან ჩემი კონსტიტუციური მოვალეობაა, გავაკეთო რაც შემიძლია ყველაფერი ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად. ასე რომ, მე ზუსტად ამ პოზიციაზე ვარ“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, კანონი მიუღებელია და მოდიფიცირებას არ ექვემდებარება.

„ახლა ვართ შუა გზაზე კანდიდატის მოპოვებულ სტატუსსა და მიმდინარე წლის ბოლომდე გაწევრიანების მოლაპარაკების გახსნას შორის. ამ დროს პარლამენტმა 24 საათის განმავლობაში უნდა იმუშაოს იმ რეკომენდაციების შესასრულებლად, რაც ჩვენ მაგიდაზე გვაქვს. პარლამენტი, იმის ნაცვლად, რომ გააკეთოს ის, რასაც ჩვენგან ელიან, მუშაობს შარშან გაწვეულ კანონზე, რომლის შესახებაც ყველა ჩვენმა პარტნიორმა თქვა, რომ არ შეესაბამება ევროპულ ღირებულებებს და ევროპულ მიზნებს. გასაგებია, რა ხდება: ხელისუფლება არ აკეთებს იმას, რასაც ქვეყანა მოელის. ქვეყანას სურს ევროპა და სურს, რომ წლის ბოლოს არ დაკარგოს გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესაძლებლობა“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს