შალვა პაპუაშვილი - რაც ლიეტუველი და ესტონელი მინისტრების მხრიდან ვიხილეთ, არის მეგობრობის უარყოფა - ეს მიუღებელი, არაევროპული ქცევაა - ჩვენ გვინდა ევროკავშირში შესვლა და არა საბჭოთა კავშირში

როდესაც ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების საწინააღმდეგო მიტინგზე გამოდიხარ სიტყვით, ამაზე დიდი არასწორი საქციელი, რაც ვიხილეთ ლიეტუველი და ესტონელი მინისტრების მხრიდან ქართველი ხალხის მიმართ, პრინციპში არის უარყოფა იმ მეგობრობისა, რომელიც ჩვენს ხალხს შორის არის - ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი, არაევროპული ქცევა. სადაური მიდგომა არის? ეს არის ევროპული მიდგომა?!- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, როგორც ჩანს, ზოგიერთი უცხოელი პოლიტიკოსი „გვიყურებს როგორც პატარა ქვეყანას, ნახევარ ქვეყანას, რომელსაც შეუძლიათ მითითებები მისცენ“.

„ესეც არის ტიპური საბჭოთა მიდგომა საკითხის მიმართ. ეს რომ არ ეხებოდეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს, ადამიანი პირდაპირ ნახავდა საბჭოთა ან რუსული მიდგომის ანაბეჭდს. როდესაც რაღაცა არ მოგწონს სხვა ქვეყანაში და შენ დგახარ და ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების საწინააღმდეგო მიტინგზე გამოდიხარ სიტყვით, ამაზე დიდი არასწორი საქციელი, რაც ვიხილეთ ლიეტუველი და ესტონელი მინისტრების მხრიდან ქართველი ხალხის მიმართ, პრინციპში არის უარყოფა იმ მეგობრობისა, რომელიც ჩვენს ხალხს შორის არის. იმ სოლიდარობისა, რომელსაც ქართველი ხალხი 80-იანი წლების ბოლოს იჩენდა ლიეტუველი და ესტონელი ხალხის მიმართ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. ეს რამდენიმე პოლიტიკოსი იმისთვის, რომ საკუთარი პოლიტიკური გადმოსახედიდან უყურებს ამ ყველაფერს, მზად არის რომ წყალში გადაყაროს ის მეგობრობა, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის არის, სამწუხაროა. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი, არაევროპული ქცევა. სადაური მიდგომა არის? ეს არის ევროპული მიდგომა? ამან ჩვენ, რა თქმა უნდა, დაგვაფიქრა, დაგვამწუხრა იმაზე, რომ როგორც ჩანს, ზოგიერთებს, ქვეყნის შიგნით ოპოზიცია და „ენჯეოები“ რომ არიან, ევროკავშირი საბჭოთა კავშირი ჰგონიათ და ეს დიდი ხანია ვნახეთ. გვეუბნებიან, რომ ცალ ფეხზე ვიდგეთ, დისკუსია და მოლაპარაკება ევროკავშირთან არ გვქონდეს, არამედ უნდა გვქონდეს დამორჩილება და უკრიტიკო გაყოლა ყველა საკითხზე. როგორც ჩანს, ზოგიერთი უცხოელი პოლიტიკოსიც ასე გვიყურებს. ჩვენ გვიყურებს, როგორც პატარა ქვეყანას, ნახევარ ქვეყანას, რომელსაც შეუძლიათ მითითებები მისცენ. ჩვენ გვინდა ევროკავშირში შესვლა და არა საბჭოთა კავშირში“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გარდა ამისა, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ევროკავშირი არ არის სუვერენიტეტის დათმობა და „ნურავინ მოგვთხოვს წინსწრებით, ავანსად მის დათმობას“.

„ევროკავშირში გადაწყვეტილებები უმეტესწილად კონსენსუსით მიიღება. იქ მორჩილება კი არ არის, იქ ყველას ხმაა და როდესაც გადაწყვეტილებები მიიღება, შესაბამისად, ხმა ჩვენც გვექნება [როდესაც წევრი გავხდებით]. ჰოდა, ჯერ რომ არ ვართ წევრი, ნურავინ სუვერენიტეტის დათმობას ნუ მოგვთხოვს. წინსწრებით და ავანსად სუვერენიტეტს არავინ არ თმობს. ავანსად ნურავინ მოითხოვს ჩვენგან რამე ასეთს. ევროკავშირი არის თანასწორთა კავშირი. ეს არ არის სუვერენიტეტის დათმობა. ეს არის თანასწორთა კავშირი, სადაც ყველას აქვს თანაბარი სიტყვა და თანაბარი ხმა. ჩვენ ასეთი ევროკავშირი გვინდა. სუვერენიტეტი დავთმეთ საბჭოთა კავშირში, რომელმაც დაგვიპყრო 1921 წელს. თუ ვინმეს ევროკავშირი წარმოუდგენია საბჭოთა კავშირად, მაშინ თქვას, რომ ეს არის საბჭოთა კავშირი და სუვერენიტეტი უნდა დავთმოთ. არასერიოზულ საკითხებზე ვმსჯელობთ. ვწუხვარ, რომ ზუსტად ეს ვიზიტი არაკორექტული, არადიპლომატიური, არამეგობრული ქცევა გახდა საბაბი ამგვარი დისკუსიებისა, რაც უპირველეს ყოვლისა ევროკავშირს აყენებს ზიანს იმიტომ, რომ ქართველ ხალხში ისეთ აღქმას აფუძნებს, თითქოს, ზემოდან გვიყურებენ ზოგიერთი ქვეყნების წარმომადგენლები“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

რობინ დანიგანი - ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს
ესტონეთის ელჩი - თუ გვინდა ევროკავშირის წევრობა, უნდა ვითამაშოთ წესების მიხედვით - საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ უახლოვდება ევროკავშირს, მაგრამ მათი ქმედებები ამას არ ადასტურებს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ძალიან მინდა დავიჯერო, რომ ჩინური კომპანიის შერჩევა პროექტის განსახორციელებლად უბრალოდ გაუაზრებელი ნაბიჯია და არა პოლიტიკური ტრენდის შეცვლის შემაშფოთებელი ნიშანი
მწვანე განვითარების მხარდაჭერა თუ ხელის შეშლა - „ჭარბი საწარმოო სიმძლავრის“ თეორიის სიყალბე
„საქკაბელმა“ ბრონირებული NAYBY კაბელის წარმოება დაიწყო
4 რჩევა სამსუნგის ინჟინრებისგან თუ როგორ გამოიყენო Windfree კონდიციონერი ყველაზე ეფექტურად
ბათუმში „ლისი დეველოპმენტის“ ახალი პროექტის - ბუკნარის პრეზენტაცია გაიმართა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.06.2024