შალვა პაპუაშვილი - ეს „ენჯეოები“ იმ ხალხის შთამომავლები არიან, საბჭოთა კავშირის დროს მოსკოვში რომ დარბოდნენ, ახლა უბრალოდ ბრიუსელში და ვაშინგტონში დარბიან - ეს ის ხალხია, რომელიც ტყუილად აბეზღებდა ქვეყანას, თითქოს სანქციების გვერდის ავლა ხდებოდა

ეს „ენჯეოები“ იმ ხალხის შთამომავლები არიან, საბჭოთა კავშირის დროს მოსკოვში რომ დარბოდნენ, რათა დაებეზღებინათ თავისი კონკურენტები, მოსკოვი ჩარეულიყო, მოეცილებინა კონკურენტი და თვითონ დაწინაურებულიყო. ახლა უბრალოდ მოსკოვი და სხვა ქალაქები ჩაინაცვლეს ბრიუსელით და ვაშინგტონით, დარბიან ამ ქალაქებში, რათა ქვეყანა დააბეზღონ და ტყვიების წვიმა გამოიწვიოს,’’- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მედიასთან განაცხადა.

მისი განცხადებით, ეს ის ხალხია, რომელიც ტყუილად აბეზღებდა, თითქოს საქართველოში სანქციების გვერდის ავლა ხდებოდა, ყველა „ენჯეო“ ამაში იყო ჩართული, ელენე ხოშტარიას ჩართულობით. მისი თქმით, ამას საკუთარი ქვეყნის ღალატი ქვია.

„რაც შეეხება „ენჯეოებს, ეს კონკრეტული „ენჯეო“ თავადაა აქციების ორგანიზატორი, იმ აქციების, რომლებზეც ხდება ქუჩის გადაკეტვა, მოქალაქეებისთვის და ბიზნესისთვის დისკომფორტის შექმნა. თავად ქმნის დისკომფორტს, შემდეგ მიდის ტელევიზიაში და ამბობს, რომ ამ დისკომფორტის გამო შესაძლოა, ეკონომიკური პრობლემები შეიქმნას. თავად შექმნა პრობლემა და თავად წუწუნებს ამ პრობლემაზე. შემდეგ თავად ჩამოიყვანა უცხოელი მინისტრები, დააყენა ანტისამთავრობო მიტინგზე და ტაში აკვრევინა ქართველ ხალხს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ხალხის მიერ დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების საწინააღმდეგო მიტინგზე გამოდიან. პირდაპირ ჩაერივნენ ჩვენს სულსა და გულში, ჩვენს სუვერენიტეტში, დამოუკიდებლობაში. ეს ორგანიზაცია თავად იწვევს მღელვარებებს და პრობლემებს, შემდეგ მიდის და წუწუნებს, შემდეგ მოდის და ხელისუფლებას სდებს ბრალს. ჩვენ გვყავს „ენჯეოები“, რომლებიც დაკავებული არიან საქართველოს წინააღმდეგ საბოტაჟით. არც კი რცხვენიათ იმ „ენჯეოებს“, რომლებიც დარბიან და სანქციებს ითხოვენ საქართველოს წინააღმდეგ. ბოლო ორი წელია, რაც ომი დაიწყო, მას შემდეგ ვხედავთ, რომ „გამჭვირვალობამ“ და სხვა „ენჯეოებმა“, ქართველობა საერთოდ მოიცილეს, დარბიან და ითხოვენ სანქციას. იმ ხალხის შთამომავლები არიან, რომლებიც ადრეულ ხანაში დედაქალაქებში დადიოდნენ და ითხოვდნენ, ჯარი გამოგვიგზავნეთო. იმ ხალხის შთამომავლები არიან, საბჭოთა კავშირის დროს მოსკოვში რომ დარბოდნენ, რათა დაებეზღებინათ თავისი კონკურენტები, მოსკოვი ჩარეულიყო, მოეცილებინა კონკურენტი და თვითონ დაწინაურებულიყო. ახლა უბრალოდ მოსკოვი და სხვა ქალაქები ჩაინაცვლეს ბრიუსელით და ვაშინგტონით, დარბიან ამ ქალაქებში, რათა ქვეყანა დააბეზღონ და ტყვიების წვიმა გამოიწვიოს. ეს ის ხალხია, რომელიც ტყუილად აბეზღებდა, თითქოს საქართველოში სანქციების გვერდის ავლა ხდებოდა, ყველა „ენჯეო“ ამაში იყო ჩართული, ელენე ხოშტარიას ჩართულობით. ამას რა ჰქვია, თუ არა საკუთარი ქვეყნის ღალატი. შემდეგ ამბობენ, უცხოური გავლენა რა შუაშიაო, აბა, ქართველი გააკეთებს იმას, რომ ქვეყნის წინააღმდეგ სანქციები მოითხოვოს?“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნების“ ქმედებების გამო მცირდება როგორც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსები, ასევე ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია
საქართველოში Kinkladze Foundation დაფუძნდა - ინიციატივა ახალგაზრდების გაძლიერებასა და მასობრივი ფეხბურთის განვითარებას ემსახურება
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება