ანრი ოხანაშვილი პრეზიდენტზე - თუ მართლა მიაჩნდა, რომ კანონი პრობლემატურია, რატომ არ გაწერა კონკრეტული მოტივირებული შენიშვნები? - ხომ ძლიერად არიან აღჭურვილნი არგუმენტებში, მაშინ როგორ შეიძლება არგუმენტი გქონდეს და ვერ დაწერო ტექსტში?

თუ მას [სალომე ზურაბიშვილს] მართლა მიაჩნდა, რომ ეს კანონი პრობლემატურია, რატომ არ დაასაბუთა, რატომ არ გაწერა კონკრეტული მოტივირებული შენიშვნები, რატომ არ ახსნა? - ხომ ძალიან ძლიერად არიან აღჭურვილნი არგუმენტებში, მაშინ როგორ შეიძლება არგუმენტი გქონდეს და ვერ დაწერო ტექსტში? - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც პრეზიდენტის მიერ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონზე ვეტოს დადებას გამოეხმაურა.

ოხანაშვილის თქმით, ვეტო არ არის შინაარსობრივი.

„ეს არ არის შინაარსობრივი, როგორც ამას საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს. ეს არის ვეტოსთან ახლოს მდგომი დოკუმენტი, რომელიც არის წმინდად ფორმალისტური თვალსაზრისით, ვეტოს მსგავსი შინაარსის შემცვლელი. სამწუხაროა, როდესაც ადამიანი პრეზიდენტად წოდებული პირი ევროპელობაზე დებს თავს, ევროპულ ღირებულებებზე და ფასეულობებზე და თუ მას მართლა მიაჩნდა, რომ ეს კანონი პრობლემატურია, რატომ არ დაასაბუთა, რატომ არ გაწერა კონკრეტული მოტივირებული შენიშვნები, რატომ არ ახსნა? იმიტომ, რომ ეს ყველაფერი არის ევროპული, ვინაიდან ევროპის ღირებულებები ეფუძნება განსხვავებული აზრის პატივისცემას, მოსმენის კულტურას, დისკუსიას. თან ევროპელობაზე დებდე თავს და ამ ყველაფრისგან დაცლილი იყო, გასაგებია რომ ფორმალურადაა ჯერ კიდევ პრეზიდენტი, მაგრამ თუკი იყენებ ამ უფლებას, აქ მაინც ასახე დოკუმენტში, რომ სივრცე იყოს მსჯელობისთვის.

ხომ ძალიან ძლიერად არიან აღჭურვილნი არგუმენტებში, მაშინ როგორ შეიძლება არგუმენტი გქონდეს და ვერ დაწერო ტექსტში? როგორ შეიძლება ამხელდე ვინმეს, რომ არგუმენტები ჩვენ არ გვაქვს და მათ აქვთ და ამას ვერ წერდე? ამას ვერ წერენ იმიტომ, რომ არ აქვთ არგუმენტები. ჩვენ პროცედურული თვალსაზრისით ამ ფორმალურ ვეტოსაც, რა თქმა უნდა, განვიხილავთ და შესაბამისი პროცედურების დაცვით დავძლევთ”,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ამასთან, კითხვაზე, რატომ არ დაელოდა სალომე ზურაბიშვილი ვენეციის კომისიის დასკვნას აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა აღნიშნა, რომ თუ მას კანონის შინაარსი აინტერესებს, „ხელს რა უშლიდა, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს დალოდებოდა”.

„თუ კი მათ შინაარსი აინტერესებთ და შეეძლოთ შინაარსობრივად აეხსნათ, რატომ არის ეს კანონი ცუდი, ხელს რა უშლიდა, რომ დალოდებოდა ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. ჩვენ მოგვიწოდებდნენ, რომ გვითხარით, გაითვალისწინებთ თუ არა მათ რეკომენდაციებსო და თვითონ, პრეზიდენტის წარმომადგენლობა არ დაელოდა.

სად ეჩქარებოდა? შემთხვევით სხვა მიზნები ხომ არ ჰქონდა ამ საკითხთან დაკავშირებითაც? ჩვენთვისაც და საზოგადოებისთვისაც ამ ადამიანის ანატომია გაშიფრულია, ეს ადამიანი თავის თავს არ ეკუთვნის. ის არ მოქმედებს ჩვენი ქვეყნის და ხალხის სახელით”,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო