პაატა კვიჟინაძე - საქართველოსთვის რომ კარგ საქმეს ვაკეთებ, თუ ამისთვის ვინმე დამასანქცირებს, ეს ჩემთვის საამაყო იქნება

ამერიკას აქვს თავისი ინტერესი, მას ჰყავს დიდი მტრები ჩინეთისა და რუსეთის სახით და მისთვის მთავარი ინტერესია ახლა, მის გარშემო შექმნას ცეცხლის რკალი, ჩვენ ვართ მე-17 ხარისხოვანი, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა.

კვიჟინაძის თქმით, თუ საქართველოსთვის მას ვინმე სანქციებს დაუწესებს, ეს იქნება საამაყო, ვინაიდან, სამშობლო უპირველესია.

„საქართველოსთვის თუ ვინმე დამასანქცირებს, საქართველოსთვის რომ კარგ საქმეს ვაკეთებ, ეს იქნება ჩემთვის საამაყო. ამერიკას აქვს კანონი და ჩვენ გვეუბნება თუ იგივე კანონს მიიღებ, დაგასანქცირებო, [ჩვენი კანონი] უფრო სუსტია. მე მომზადება არ მჭირდება და არც არავის ვეკითხები, მე მოვდივარ ეროვნული მოძრაობიდან, ნაბრძოლი ვარ; ნუ ისწავლიან ამერიკაში [ჩემი შვილები], სამშობლო უპირველეს ყოვლისა, ეგ თქვენ ხართ დაფეთებულები, ფულებს თუ არ მოგცემენ ენჯეოებიდან გამომდინარე, მე არ მაინტერესებს, ასე გავიზარდე და ჩემს შვილებსაც ასე გავზრდი“, - განაცხადა პაატა კვიჟინაძემ, რომლის კომენტარსაც „ქართული ოცნება“ ავრცელებს.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა