შალვა პაპუაშვილი - სალომე ზურაბიშვილის მოქმედებები განსაკუთრებით ბოლო ორი წელია აცდენილია ქართველი ხალხის ნებას - ის უკვე კონსტიტუციის დარღვევის მეორე წრეზე მიდის

ქალბატონი სალომეს მოქმედებები განსაკუთრებით ბოლო ორი წელია აცდენილია ქართველი ხალხის ნებას, - ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის დღევანდელი განცხადებები.

როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, პრეზიდენტის განცხადებები კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ის უკვე კონსტიტუციის დარღვევის მეორე წრეზე მიდის.

„ეს აცდენა გამოიხატა, მათ შორის კონსტიტუციის დარღვევაში, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადასტურდა, რომლის საფუძველზე საპარლამენტო უმრავლესობამ იმპიჩმენტის გადაწყვეტილება გამოიტანა, თუმცა ვინაიდან, ის რადიკალური ოპოზიციის ნაწილია, რომელიც თავის მხრივ, გარედან იმართება, პარლამენტმა ვერ შეძლო საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება და საქართველოს კონსტიტუციის დაცვა. კონსტიტუციის დაცვაში ხელი შეგვიშალა რადიკალურმა ოპოზიციამ იმისთვის, რომ ზუსტად ასეთი გამოსვლები გვესმინა შემდეგ, რადიკალიზმისკენ წაქეზება და ქალბატონი სალომესგან თანამონაწილეობა“,-განაცხადა პაპუაშვილმა.

კითხვაზე, მიიწვია თუ არა სალომე ზურაბიშვილმა ის დღევანდელ ღონისძიებაზე, შალვა პაპუაშვილმა უპასუხა: „არ ვიცი, თუმცა, რომც მივეწვიე, მაინც არ მივიდოდი“.

ამასთან, შალვა პაპუაშვილმა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით პრეზიდენტის გამოსვლა შეაფასა და აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა, როგორც რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთმა წევრმა.

„ნაცვლად იმისა, რომ ქალბატონ სალომეს საკუთარი თანამდებობიდან, სტატუსიდან ესაუბრა, ისაუბრა, როგორც რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთმა წევრმა. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ის უკვე კონსტიტუციის დარღვევის მეორე წრეზე მიდის. ის არჩევნებისთვის ემზადება, საარჩევნო სტრატეგიებს სახავს, კონკრეტულ მხარეს ირჩევს და ა.შ.. ეს არის საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა, რომელიც ჩვენ 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს ქალბატონი სალომეს მხრიდან ვიხილეთ. გარდა ამისა, მის გრძელ გამოსვლაში, შეიძლება გამომრჩა, მაგრამ არ მომხვდა არცერთი სიტყვა ჩვენ ტერიტორიულ მთლიანობაზე, ჩვენი ქვეყნის გაერთიანებაზე, ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან ერთად ერთიან, ძლიერ და ევროპულ სახელმწიფოში ცხოვრებაზე. ეს გვაჩვენებს, თუ სად არის ქალბატონი სალომეს პრიორიტეტები. ეს პრიორიტეტები იმ ტრიადაში, რომელსაც ცდილობდნენ გადაეკეთებინათ, სხვანაირად წარმოეჩინათ, არ ჯდება ის, რაზეც ის საუბრობდა. როგორც ჩანს, მას მამული სხვანაირად მიაჩნია, სხვა ფორმაში, სხვა კონსტრუქციით, სხვანაირი გავლენების ქვეშ მყოფი. ესეც მისი დღევანდელი გამოსვლით დადასტურდა“,-განაცხადა პაპუაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში