ალეკო ელისაშვილი - „ქართულ ოცნებაში“ ვეტოს დაძლევით თავს განაჩენს გამოუტანენ, პოლიტიკურად ყელში დანას გამოისვამენ და ტოტს მოჭრიან, რომელზეც სხედან

ჩანს, რომ ვეტოს დაძლევას აპირებენ, ამით საკუთარ თავს განაჩენს გამოუტანენ, პოლიტიკურად თვითონვე ყელში დანას გამოისვამენ და იმ ტოტს მოჭრიან, რომელზეც სხედან,- ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე და პრეზიდენტის ვეტოს საკითხზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ აღნიშნა, თუ „ქართული ოცნება“ ვეტოს დაძლევს, ნახავენ, რატომაა ყველაზე ძლიერი ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატები.

დეპუტატის თქმით, “ქართული ოცნება“ „ეფესბეს“ ინსტრუქციებით მოქმედებს.

„ხვალ თუ „ქართული ოცნება“ ვეტოს დაძლევს, ნახავენ სინამდვილეში რატომაა ყველაზე ძლიერი და საშიში ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატები. ხომ უთხრეს, რომ არ მიიღო კანონი, თორემ დაისჯებითო? - ენტონი ბლინკენის ერთი განცხადების შემდეგ, ლარმა რყევა დაიწყო. ამერიკა ძლიერი იმიტომ კი არ არის, რომ კარგ ფილმებს იღებენ, ძალიან ძლიერი სპეცსამსახური ჰყავთ და სინამდვილეში, ძალიან ბრუტალური ქვეყანაა მტრების მიმართ.

მთელ მსოფლიოს გვეუბნებიან, რომ არგუმენტი არ გაქვთო: ჯოზეფ ბორელს, ოლაფ შოლცს, ემანუელ მაკრონს... ყველას გვეუბნებიან, რომ არგუმენტი არ გვაქვს, მარტო თვითონ აქვთ არგუმენტი. რატომ? - იმიტომ, რომ „ეფ-ეს-ბე“-მ უთხრა ასე გააკეთეთო. ეს არის „ეფ-ეს-ბე“ - ს ინსტრუქციებით მოქმედება“, - განაცხადა ელისაშვილმა.

ამასთან, ელისაშვილმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციირებულ „ქართულ ქარტიაზე“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი ქარტიაა, რადგან ინსტიტუციური ბალანსის საშუალებას იძლევა.

„ეს ქარტია მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ ის იძლევა იმის გარანტიას, რომ სასამართლო სასამართლოს დაემსგავსოს, პროკურატურა პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტრო შინაგან საქმეთა სამინისტროს, ანუ ჩვენი დამოუკიდებლობის 30 წლის თავზე შეიქმნას ინსტიტუციური ბალანსი, რომ ვერცერთმა პარტიამ ვერ გაქაჩოს ძალაუფლება. არავის უნდა ჰქონდეს 100-პროცენტიანი მმართველობა“,- აღნიშნა ელისაშვილმა.

კითხვაზე, ყველა რეფორმის შესრულების გარანტი პრეზიდენტი უნდა იყოს თუ არა, ელისაშვილი პასუხობს, რომ დღეს სალომე ზურაბიშვილი არის მკაფიოდ გამოკვეთილი ლიდერი ინსტიტუციურადაც და პიროვნულადაც.

„მაკოორდინებელი ფუნქცია პრეზიდენტს ისედაც აქვს. დღეს, ოპოზიციაში ყველაზე გამოკვეთილი ფიგურა არის სალომე ზურაბიშვილი. მან მოახერხა, არა მხოლოდ რეაბილიტირება, არამედ დღეს არის მკაფიოდ გამოკვეთილი ლიდერი ინსტიტუციურადაც და პიროვნულადაც.

მართლა რეფერენდუმი იქნება, ან დამოუკიდებელი და ევროინტეგრაციის კურსის მქონე საქართველო, თუ რუსეთი და „ქართული ოცნება“, ძალიან მარტივი არჩევანი იქნება. ვალდებულებების გარშემო უნდა შევიკრიბოთ“,- განაცხადა ელისაშვილმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია