დავით კირკიტაძე - ბატონო შალვა, ზვიად გამსახურდიას არასდროს შეშინებია ამ დარბაზიდან გასვლა და პარლამენტის წინ შეკრებილი ხალხისთვის მიმართვა, რომელსაც თქვენ 40 დღეა წარმატებით და პოლიციელების უკან ემალებით

ბატონო შალვა, თქვენ რამდენჯერმე ზვიად გამსახურდია ახსენეთ და ისე შეხსენებისთვის, ზვიად გამსახურდიას არასდროს შეშინებია ამ დარბაზიდან გასვლა და პარლამენტის წინ შეკრებილი ხალხისთვის მიმართვა, რომელ ხალხსაც ასე წარმატებით 40 დღეა ემალებით, ემალებით პოლიციელების უკან, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, დავით კირკიტაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი „ვიღაცებს“ უწოდებს იმ პირებს, რომლებიც „ყოველდღიურად ზრუნავენ საერთაშორისო მასშტაბით იმაზე, რომ რუსეთმა მის მიერ წარმოებული ოკუპაციის პოლიტიკა არ განახორციელოს“.

„ასევე, თქვენ უწოდეთ ვიღაცები ადამიანებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორები არიან. ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად ზრუნავენ იმაზე, რომ ჩვენი ქვეყანა უფრო დაცული იყოს და ჩვენმა მტერმა, მოწინააღმდეგე რუსეთმა ვერ მიაღწიოს მისთვის საწადელ მიზანს, როგორც დიპლომატიურ ასპარეზზე, ასევე ფიზიკურად. შეგახსენებთ, რომ ის ხალხი, ვისაც თქვენ ვიღაცებს უწოდებთ, ყოველდღიურად ზრუნავენ საერთაშორისო მასშტაბით იმაზე, რომ რუსეთმა მის მიერ წარმოებული ოკუპაციის პოლიტიკა არ განახორციელოს და ჩვენი ქვეყანა დიდი გამოწვევების და საფრთხეების წინაშე არ დააყენოს“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ.

როგორც მან აღნიშნა, ქვეყნისთვის ინტერესებისთვის და ევროპული მომავლისთვის თავგანწირული ბრძოლა უნდა გაგრძელდეს.

„დღეს, ამ დარბაზში მოხდება ის, რაც ჩვენ ყველას და ამ ქვეყნის უმრავლესობას ძალიან არ გვინდა. დღეს, ამ დარბაზში, ის ხალხი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება დაძლევს ვეტო-ს პრეზიდენტისას და უდიდეს განსაცდელის წინაშე ქვეყანას დააყენებს, მაგრამ მინდა იცოდეთ, რომ ეს დიდხანს არ გაგრძელდება. მაქსიმუმ პრობლემების მოტანა, რომელიც თქვენ შეგიძლიათ ამ ქვეყნისთვის და რომელიც ასე წარმატებით მოგაქვთ, 5 თვე გაგრძელდება. მმართველმა გუნდმა არ გაითვალისწინა არც ქართველი ხალხის, არც ჩვენი არცერთი პარტნიორის, მეგობრის თხოვნა, მოწოდება, შეგონება და ისინი კვლავ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ სვლას აგრძელებენ, რითაც გულს უკლავენ უამრავ ამ ქვეყნის პარტნიორს, მეგობარს და გულს უხარებენ მხოლოდ ერთადერთს - ჩვენს დაუძინებელ მტერს, ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია