გიორგი ბოტკოველი უმრავლესობას - დარწმუნებული ვარ, ბევრს ებრალებით, ებრალებით მეგობრებს, ახლობლებს, მეზობლებს, ნათესავებს, მართალი გითხრათ, გვებრალებით ჩვენც, რომ რა დღეში ჩაგაგდოთ იმ ერთმა კაცმა

დარწმუნებული ვარ, რომ ბევრს ებრალებით, ებრალებით მეგობრებს, ახლობლებს, მეზობლებს, ნათესავებს, მართალი გითხრათ, გვებრალებით ჩვენც, რომ რა დღეში ჩაგაგდოთ იმ ერთმა კაცმა, - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა გიორგი ბოტკოველმა უმრავლესობის წევრებს.

მისივე თქმით, მმართველმა პარტიამ ევროპული გზიდან ახლა კი არა, ჯერ კიდევ 2012 წლის პირველი ოქტომბრიდან გადაუხვია, როდესაც ხელისუფლებაში „რუსული მეთოდების გამოყენებით მოვიდა“.

„არ მგონია, რომ თქვენთან ბევრ საუბარს აზრი აქვს, ახლა უკვე საჭიროა მოქმედება და დარწმუნებული ვარ, ამ მოქმედებისთვის მზად არის ქართველი ხალხი, რომელიც აუცილებლად დაასრულებს თქვენს რუსულ მმართველობას. თქვენ ახლა კი არ გადაგიხვევიათ ევროპული გზისთვის, ევროპულ გზას გადაუხვიეთ 2012 წლის პირველ ოქტომბერს, როდესაც ტყუილებით, ბინძური და რუსული მეთოდებით მოხვედით ხელისუფლებაში. ყველა ბინძური მეთოდი გამოიყენეთ, რომ მოსულიყავით ხელისუფლებაში. სულ რაღაც რამდენიმე საათში უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება და მოგიწევთ თითი მიაჭიროთ ღილაკს საქართველოს წინააღმდეგ. არ არსებობს, რომ ნებისმიერ თქვენგანს ერთი "ესემესი" მაინც არ მოგსვლოდეთ, სადაც გეუბნებიან, რომ არ მიაჭიროთ ღილაკს თითი საქართველოს წინააღმდეგ. მაგრამ ეს თქვენ არ გაინტერესებთ, რადგან გადაწყვეტილი გაქვთ ეს უკვე, რაც სამწუხაროა ჩვენი ქვეყნისთვის. მე დარწმუნებული ვარ, რომ ბევრს ებრალებით, ებრალებით მეგობრებს, ახლობლებს, მეზობლებს, ნათესავებს, მართალი გითხრათ, გვებრალებით ჩვენც, რომ რა დღეში ჩაგაგდოთ იმ ერთმა კაცმა, რას დაგამსგავსათ იმ ერთმა კაცმა. მაგრამ, რასაც თქვენ სჩადიხართ, თქვენი არჩევანია, სამწუხაროდ. ეს არის ქვეყნის ღალატი, ამაზე კიდევ ერთხელ კარგად უნდა დაფიქრდეთ, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ქართველი ხალხი სწორედ დამოუკიდებლობის 33 წლისთავზე თქვენი მოშორებით ხელისუფლების სათავეებიდან, აუცილებლად განამტკიცებს ქვეყნის დამოუკიდებლობას”,- განაცხადა ბოტკოველმა, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა უპასუხა „მანამდე თქვენ არაფერი გეტკინოთ“.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია