ჯოზეფ ბორელი და ევროკომისია - საქართველოს ოფიციალურ პირებს მოვუწოდებთ, შეაბრუნონ ტრენდი და მყარად დაბრუნდნენ ევროკავშირისკენ გზაზე - ევროკავშირი და წევრი ქვეყნები ამ მოვლენებზე რეაგირებისთვის ყველა ვარიანტს განიხილავენ

ევროკავშირი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, რომ საქართველოს პარლამენტმა გადაწყვიტა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაეძლია, - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის საბოლოო მიღებასთან დაკავშირებით ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის და ევროკომისიის განცხადებაშია ნათქვამი.

"ევროკავშირი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, რომ საქართველოს პარლამენტმა გადაწყვიტა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაეძლია და უგულებელეყო ვენეციის კომისიის დეტალური იურიდიული არგუმენტები, რომლებმაც ამ კანონის გაწვევის ნათელ რეკომენდაციამდე მიიყვანა.

ევროკავშირმა არაერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ევროკავშირის ძირითად პრინციპებსა და ღირებულებებს ეწინააღმდეგება. მისი ამოქმედება ცხრა ნაბიჯიდან მინიმუმ სამზე იწვევს უკუსვლას (დეზინფორმაციის შესახებ; პოლარიზაციის შესახებ; ფუნდამენტური უფლებებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჩართულობის შესახებ), რომლებიც კანდიდატის სტატუსისთვის ევროკომისიის რეკომენდაციაში არის აღნიშნული, რომელსაც ევროკავშირის ლიდერებმა დაუჭირეს მხარი და უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს ევროკავშირისკენ გზაზე", - წერია განცხადებაში.

ბორელი და ევროკომსიია მოუწოდებენ, საქართველოს ოფიციალურ პირებს, შეაბრუნონ ტრენდი და მყარად დაბრუნდნენ ევროკავშირისკენ გზაზე.

" "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ "კანონის მიღმა, ამ მომენტისთვის არასაკმარისი პოლიტიკური ყურადღება მობილიზებულ იქნა ცხრა ნაბიჯზე მნიშვნელოვანი პროგრესისთვის.

საქართველოს ოფიციალურ პირებს მოვუწოდებთ შეაბრუნონ ეს ტრენდი და მყარად დაბრუნდნენ ევროკავშირისკენ გზაზე. ჯერ კიდევ არის დრო დინამიკის შესაცვლელად - მაგრამ მმართველი ოფიციალური პირების მხრიდან ძლიერი ერთგულებაა საჭირო.

ევროკავშირი და წევრი ქვეყნები ამ მოვლენებზე რეაგირებისთვის ყველა ვარიანტს განიხილავენ

ვაგრძელებთ ქართველი ხალხის გვერდში დგომას და საკუთარი ქვეყნისთვის ევროპული მომავლის მათი სრული უმრავლესობის არჩევანს ვაღიარებთ", - ნათქვამია განცხადებაში.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდაჭერით, სამხედროთა სპორტულ გუნდს მჯდომარე რაგბის ეტლები გადაეცა
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა