ანონსი  29 მაისი

29 მაისს, 10:00 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ ფორუმი თემაზე: „მდგრადი და მწვანე შესყიდვა ცირკულარული ეკონომიკისთვის“ ჩატარდება.

ღონისძიებას წარუძღვებიან ექსპერტები სხვადასხვა ქვეყნიდან, ასევე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ლევან რაზმაძე.

მის: თავისუფლების მოედანი #4

29 მაისს, 10:00 საათზე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

29 მაისს, 11:00 საათზე, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N239 (C კორპუსი, II სართული)

29 მაისს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში Business Insider Georgia-ს დამფუძნებელის, ეკონომისტ გიორგი აბაშიშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „ლარის გაუფასურება - მიზეზები და მოლოდინები კურსთან დაკავშირებით. ეროვნული ბანკის სავალუტო ინტერვენცია. სავალუტო რეზერვების მოცულობის საკითხი“.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57

საკონტაქტო: 593 53 45 24

29 მაისს, 11:00 საათზე, ოზურგეთში, ოზურგეთის საკრებულოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები საკრებულოს სხდომის დასრულების შემდეგ განცხადებას გააკეთებენ.

მის: ოზურგეთის საკრებულო

საკონტაქტო: თათია ნიკოლაშვილი - 599193131

29 მაისს, 11:15 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ეკონომისტ ოთარ ანგურიძის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „ლარის გაუფასურება - მიზეზები და მოლოდინები კურსთან დაკავშირებით. ეროვნული ბანკის სავალუტო ინტერვენცია. სავალუტო რეზერვების მოცულობის საკითხი“.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57

საკონტაქტო: 593 53 45 24

29 მაისს, 11:45 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი

29 მაისს, 12:00 საათზე, პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.

პლენარულ სხდომათა დარბაზი

29 მაისს, 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, მამუკა ლომიძის მკვლელობის საქმის განხილვა გაიმართება.

საკონტაქტო: გიორგი არახამია - 599 33 50 11

29 მაისს, 14:00 საათზე, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი გამართავს ბრიფინგს.

თემა: ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის მიმდინარეობა.

მის: ზვიად გამსახურდიას სანაპირო N1

29 მაისს, 17:00 საათზე, "ლელოს" ცენტრალურ ოფისში პარტიის გენერალური მდივნის ირაკლი კუპრაძის ბრიფინგი გაიმართება.

თემა: ანაკლიის პორტის ტენდერში ჩინური კომპანიის გამარჯვებულად გამოცხადება.

29 მაისს, 17:30 საათზე, 20 ივნისის საქმეზე საქალაქო სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილის ირაკლი ფავლენიშვილის დასკვნითი სასამართლო პროცესი გაიმართება.

მის: აღმაშენებლის ხეივანი 64, საქალაქო სასამართლო

საკონტაქტო: ირაკლი ფავლენიშვილი - 596 120 554

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო