გურამ იმნაძე - ის ფაქტი, რომ სამოქალაქო ორგანიზაციები არ ვაპირებთ რუსული კანონით მუშაობის და ცხოვრების გაგრძელებას, არ ნიშნავს, რომ ჩვენ შევწყვეტთ საქმიანობას

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ წარმომადგენლის, გურამ იმნაძის განცხადებით, მესამე სექტორი აუცილებლად გამოიყენებს, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო სამართლებრივ მექანიზმებს იმისთვის, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მოქმედება შეჩერდეს, საბოლოო ჯამში, კი გაუქმდეს.

„ცხადია, ის ფაქტი, რომ სამოქალაქო ორგანიზაციები არ ვაპირებთ რუსული კანონით მუშაობის და ცხოვრების გაგრძელებას, არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შევწყვეტთ ჩვენ საქმიანობას. კიდევ უფრო მეტი მოტივაციით აუცილებლად გავაგრძელებთ ადამიანის უფლებებზე, დემოკრატიაზე მუშაობას და ამავდროულად, აუცილებლად გამოვიყენებთ, როგორც ეროვნულ მექანიზმებს, ისე საერთაშორისო სამართლებრივ მექანიზმებს იმისთვის, რომ ამ კანონის მოქმედება შეჩერდეს, საბოლოო ჯამში, კი გაუქმდეს. ამ მიზნით ჩვენ მზადება და მუშაობა დავიწყეთ კონსტიტუციურ სარჩელზე, გვინდა, რომ ეს იყოს სამოქალაქო ორგანიზაციების საერთო სარჩელი. გვინდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი დროულად წარვადგინოთ, რომლითაც ადამიანის უფლებათა და დემოკრატიის პრინციპების მავნე და დამაზიანებელი ეფექტი იქნება დროულად და მყისიერად აღკვეთილი“, - განაცხადა გურამ იმნაძემ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს