ანა ბუჩუკური - ხელისუფლებამ ახალი ძალებით დაიწყო ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა - გუშინ ჩვენი გუნდის დეპუტატებთან, მათ შორის ჩემთან განხორციელდა ძალადობის მუქარა, თუმცა ეს ვერ შეგვაჩერებს!

გუშინ ძალადობის მუქარები განახლებული ძალებით განხორციელდა ჩვენი გუნდის დეპუტატებთან, მათ შორის, პირადად ჩემთან - ძალადობაზე და ძალადობის მუქარაზე პოლიტიკურ და სამართლებრივ პასუხისმგებლობას სრულად ვაკისრებთ ბიძინა ივანიშვილს და მის „ოცნებას“, - ამის შესახებ პარტია "გახარია საქართველოსთვის" დეპუტატმა, ანა ბუჩუკურმა ბრიფინგზე განაცხადა.

ბუჩუკურის თქმით, ამ დრომდე მისი პარტიის წარმომადგენლების მიმართ მუქარის ზარების ათეულობით ფაქტია დაფიქსირებული.

მან საგამოძიებო უწყებებს რეაგირებისკენ მოუწოდა.

"ხელისუფლებამ "რუსული კანონის" მიღების შემდეგ ახალი ძალებით დაიწყო "რუსული კანონის" მოწინააღმდეგეებისა და ხელისუფლების კრიტიკოსების მიმართ ორგანიზებული, სისტემური ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა და ძალადობის მუქარა. გუშინ ძალადობის მუქარები განახლებული ძალებით განხორციელდა ჩვენი გუნდის, პარტია „გახარია საქართველოთვის“ დეპუტატებთან, (მათ შორის, პირადად ჩემთან და ჩემს მშობელთან ჩემზე მუქარით), ახალგაზრდებთან და ოჯახის წევრებთან. განსხვავებული აზრის და პოლიტიკური შეხედულებების გამო ადამიანებს, მათ შორის ბავშვებს ემუქრებიან ფიზიკური ანგარიშსწორებით.

ამ დრომდე დაფიქსირებულია პარტიის წარმომადგენელთა მიმართ მუქარის ზარების ათეულობით ფაქტი. ძალადობაზე და ძალადობის მუქარაზე პოლიტიკურ და სამართლებრივ პასუხისმგებლობას სრულად ვაკისრებთ ბიძინა ივანიშვილს და მის „ოცნებას“, რომლის ტექნიკური და მატერიალური მხარდაჭერის და პირდაპირი მონაწილეობის გარეშე ამ მასშტაბის ძალადობის ორგანიზება, პრაქტიკულად, არის შეუძლებელი. მუქარა ვერანაირად ვერ შეგვაჩერებს იმ გზაზე, რასაც საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლა ჰქვია.

მივმართავთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, პროკურატურას - მოახდინეთ რეაგირება თითოეულ ფაქტზე და აღკვეთეთ დანაშაული. თქვენი დუმილი და უმოქმედობა ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ სისტემურ დანაშაულში თანამონაწილეობაა.

შესაბამის სამსახურებს კონკრეტულ მტკიცებულებებს ოფიციალურად უახლოეს დღეებში წარვუდგენთ," - განაცხადა ბუჩუკურმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში