ეკა ბესელია - პრეზიდენტმა თავისი ინიციატივით, კრიზისიდან, ურთულესი სიტუაციიდან გამოსავლის ხედვა, გეგმა და მომავლის რუკა ყველას შესთავაზა, ვისთვისაც მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპული იდეა

პრეზიდენტმა თავისი ინიციატივით, კრიზისიდან, ურთულესი სიტუაციიდან გამოსავლის ხედვა, გეგმა და მომავლის რუკა ყველას შესთავაზა, ვისთვისაც მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპული იდეა - დღეს „ქართულ ქარტიაზე” ხელმოწერების პროცესი იწყება, - ამის შესახებ პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა, ეკა ბესელიამ ორბელიანების სასახლეში შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, მიუხედავად ერთმანეთის მიმართ განსხვავებული თუ კრიზისული განწყობისა, ყველა უნდა შეუერთდეს „ქართულ ქარტიას“.

„ახლა „ქართული ქარტია“ მიმაჩნია ყველაზე მნიშვნელოვან, ერთიან სამოქმედო ხედვად და გზად, საქართველოსთვის ევროკავშირის გზაზე. ამ დოკუმენტს სჭირდება არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიების, პოლიტიკოსების, არამედ პირველ რიგში, ხალხის, საზოგადოების მხარდაჭერა და მე სწორედ, ამის მოლოდინი მაქვს, რადგან პრეზიდენტმა თავისი ინიციატივით, ახლა ამ კრიზისიდან, ურთულესი სიტუაციიდან გამოსავლის ხედვა, გეგმა და მომავლის რუკა ყველას შესთავაზა. დღეს ხელმოწერების პროცესი იწყება. დღეს ხელმოწერით ყველა პარტია მიუხედავად იმისა, ვინ რა პოზიციაზე იდგა და ა.შ. ერთმანეთის მიმართ განსხვავებული, თუ კრიზისული განწყობისა, ამ ქარტიას ყველა უნდა შეუერთდეს”, - განაცხადა ბესელიამ.

როგორც ბესელიამ აღნიშნა, ვინც „ქართულ ქარტიას” ხელს არ მოაწერს თავად უნდა განმარტოს ამის მიზეზები.

„ერთადერთი, რაზეც მოვისმინე ცოტა განსხვავებული კომენტარები მხოლოდ პარლამენტის დროებითობას და მთავრობის ნაწილს ეხებოდა. რეფორმებთან დაკავშირებით, იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც ქარტიაში წერია - მართლმსაჯულების, დამოუკიდებელი ინსტიტუტები და ა.შ. არავის არცერთი კრიტიკული მოსაზრება არ ჰქონია, ამას ყველა ეთანხმება. პარლამენტის დროებითობის საკითხსაც თავისი ახსნა აქვს, პრეზიდენტმა ეს ძალიან კარგად ახსნა. ვინც ხელს არ მოაწერს, ალბათ, თავად უნდა ახსნას რას არ ეთანხმება“, - განაცხადა ბესელიამ.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სამოქმედო გეგმა - „ქართული ქარტია” წარადგინა და პოლიტიკურ პარტიებს მის ირგვლივ შეჯერებას სთავაზობს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო