სალომე ზურაბიშვილი - „ოფშორების კანონი“ ტოტალურად არაგამჭვირვალეა, კიდევ ცვლილებები იქნა მიღებული, რაც აუარესებს საარჩევნო კოდექსს, მაგრამ გავუმკლავდებით - ასევე, მზადდება ძალიან მავნებლური კანონი საპენსიო ფონდზე

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ „რუსულ კანონზე“ ფოკუსირების ფონზე საჭირო ყურადღების მიღმა დარჩა სხვა კანონები, რომელიც პარლამენტმა „სასწრაფო ტემპით, აჩქარებული პროცედურებით“ მიიღო.

პრეზიდენტი მათ შორის ასახელებს, ე.წ. ოფშორების კანონს და მას „ტოტალურად არაგამჭვირვალეს“ უწოდებს.

ამასთან, პრეზიდენტი საარჩევნო კოდექსში ცვლილებების მავნე ზეგავლენაზე საუბრობს, თუმცა აღნიშნავს, რომ მას გაუმკლავდებიან.

კიდევ ერთ მოსალოდნელ ცვლილებას, რომელსაც პრეზიდენტი ხაზს უსვამს, საპენსიო ფონდთან დაკავშირებული საკითხია, რაც სალომე ზურაბიშვილის აზრით, „ძალიან მავნებლურია“.

„ბოლო პერიოდში ჩვენ ნაკლებად გვაქვს დრო და საშუალება, რომ მივაქციოთ ყურადღება დანარჩენ კანონებს, რაც მიღებულია სასწრაფო ტემპით, აჩქარებული პროცედურებით. მთელი ფოკუსი არის „რუსულ კანონზე“ და ჩვენ არ მივაქციეთ იმდენი ყურადღება, რაც საჭირო იყო.

მაგალითად, „ოფშორების კანონს“, რომელიც არის ყველაფერი გარდა გამჭვირვალეობისა. ეს სიტყვა ძალიან მოსწონთ ხოლმე, მაგრამ არა ყოველთვის და ამ შემთხვევაში ტოტალურად არაგამჭვირვალე კანონია, რომელიც ქვეყანას ხსნის ყველასთვის უცნობი სხვადასხვა კაპიტალისთვის.

ასევე, ცვლილებები იქნა კიდევ მიღებული, რომელიც აუარესებს საარჩევნო კოდექსს, მაგრამ არა უშავს, ამასაც გავუმკლავდებით.

მზადდება ძალიან მავნებლური კანონი საპენსიო ფონდზე. ეს ცოტა უფრო ტექნიკური და რთული საკითხია. ის, რაც ახლა მიმდინარეობს, ეს არის საპენსიო ფონდის მთავრობის ხელში გადატანა და ძალიან საშიში მიმართულებაა”, - აცხადებს პრეზიდენტი.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია