პრემიერი კონგრესში გამართულ მოსმენაზე - თანამედროვე ორჯონიკიძეები მოსკოვის მაგივრად ვაშინგტონში დადიან, ზუსტად ასეთი წერილები იგზავნებოდა მოსკოვში, ასეთ განცხადებებს აკეთებდნენ - რამაც საბოლოოდ საქართველოს ოკუპაციებამდე მიგვიყვანა

ზუსტად ასეთი წერილები იგზავნებოდა მოსკოვში, ზუსტად ასე ჩადიოდნენ და ასეთ განცხადებებს აკეთებდნენ - ამ ყველაფერმა საბოლოოდ, საქართველოს ოკუპაციებამდე მიგვიყვანა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც აშშ-ის კონგრესში საქართველოს შესახებ გამართულ მოსმენაზე გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, „თანამედროვე ორჯონიკიძეები მოსკოვის მაგივრად ვაშინგტონში დადიან“.

„თავის დროზე ერთი საუკუნის წინ, 1920-21 წლებში ზუსტად ასეთი წერილები იგზავნებოდა მოსკოვში, ზუსტად ასე ჩადიოდნენ და ასეთ განცხადებებს აკეთებდნენ, ასეთი ინფორმაციები ჩაჰქონდათ და ა.შ. ამ ყველაფერმა საბოლოოდ საქართველოს ოკუპაციებამდე მიგვიყვანა. დღეს ერთადერთი განსხვავება არის ის, რომ ეს ადამიანები, თანამედროვე ორჯონიკიძეები დადიან არა მოსკოვში, არამედ ვაშინგტონში იმისათვის, რომ რამენაირად დააზარალონ და დააზიანონ ჩვენი ქვეყანა, რაც არის, რა თქმა უნდა, ღალატია. ერთადერთი შეფასება, რაც შეიძლება გაკეთდეს, ეს არის“,-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს