გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 7 ივნისს, 10:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ბურიანი, ნავდარაანთკარი, წინამძღვრიანთკარი, კოტორაანთკარი, ზაქარო, არაშენდა, გალავანი, შანკევანი, საგურამო, ბიწმენდი; 13:00-დან 18:00 საათამდე - სოფლებში ძალისი, ქსოვრისი, მუხრანი, ილტოზა, ვაზიანი, ვარდისუბანი, ერედა, ქანდა, პატარა ქანდა, მჭადიჯვარი, ხოლო 13:00-დან 15:00 საათამდე - მცხეთაში სამხედროს, ნარეკვავის, გოგებაშვილის, გურამიშვილის, კახეთის, ქართლის და მიმდებარე ქუჩებზე, წიწამურში.

„10:00-დან 10:05 საათამდე და 17:55-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგია დროებით გამოირთვება სოფლებში ცხვარიჭამია, კევლიანი, თეზამი, ლელუბანი, გლდანი.

11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება დუშეთის და მცხეთის მუნიციპალიტეტების სოფლებში წითელსოფელი, ლაშარის ჯვარი, ნაოზა, ნავაზარი, ნავაზა, ჭოპორტი, მისაქციელი, ბაგიჭალა, ბულაჩაური, ახალშენი, მჭადიჯვარი, ლამოვანი, ქვიტკირის წყარო, ზემო შუახევი, ქვემო კოდისწყარო, ჭილურტი და მიმდებარე სოფლებში.

11:30-დან 14:00 საათამდე ძაბვა შეუწყდებათ აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში ჟებოტა, ლელოვანი, თეთრახევა, თეგერაანები, ძებნიაურები და მიმდებარე ტერიტორიაზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“, - წერია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს