გიორგი ვაშაძე - შევხვდი დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს დევიდ კამერონს, რომელიც სრულ მხარდაჭერას უცხადებს ქართველ ხალხს

„გამარჯვების კოალიციის" ერთ-ერთი ლიდერი და „სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს დევიდ კამერონს შეხვდა. შეხვედრაზე განხილული იქნა ევროატლანტიკური და ევროინტეგრაციის საკითხები. ამის შესახებ ინფორმაციას „სტრატეგია აღმაშენებელი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, მხარეებმა ასევე ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე და ეკონომიკური კუთხით მჭიდრო პარტნიორობაზე.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრისას საუბარი საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებსაც შეეხო, სადაც კამერონმა ქართველი ხალხის მისამართით მხარდაჭერა დააფიქსირა.

„ბრიტანეთი განიხილავს და არ გამორიცხავს რომ შეუერთდეს ამერიკის შეერთებულ შტატებს სანქცირების პოლიტიკის თვალსაზრისით იმ კონკრეტულ პირებთან მიმართებაში ვინც ცდილობს, რომ საქართველოს გადაახვევინოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან", - ნათქვამია ინფორმაციაში.

„ამ წუთებში დავასრულე შეხვედრა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან დევიდ კამერონთან. ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა და პირველ რიგში სრული მხარდაჭერა ქართველ ხალხს, მეორე ვისაუბრეთ შექმნილ ვითარებაზე და რუსულ გავლენებზე, რომელიც იზრდება საქართველოში.

ბრიტანეთი განიხილავს იმ საკითხს, რომ შეუერთდეს ამერიკის შეერთებულ შტატებს სანქცირების პოლიტიკის თვალსაზრისით იმ კონკრეტულ პირებთან მიმართებაში ვინც ცდილობს, რომ საქართველოს გადაახვევინოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან.

მესამე, 26 ოქტომბერი, ყველა ამას უყურებს, რადგან ეს არის გეოპოლიტიკური არჩევანი. ვცვლით „ქართულ ოცნებას", ვცვლით ამ პრორუსულ ძალას, სწრაფად ვიწყებთ ინტეგრაციას ევროპისკენ. ძალიან ბევრი ინვესტიცია წამოვა ბრიტანეთიდან, ამერიკიდან, ევროკავშირის ქვეყნებიდან და ამაზეც გვქონდა ჩვენ საუბარი, რომ უფრო გავაღრმაოთ ეკონომიკური ურთიერთობები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის.

აბსოლუტურად ყველა უყურებს 26 ოქტომბრის არჩევნებს, როგორც გეოპოლიტიკურ არჩევანს, რომელიც ჩვენ ქართველმა ხალხმა უნდა გავაკეთოთ. ან განვითარება, წინსვლა, ევროკავშირი, ნატო, ევროატლანტიკური ინტეგრაცია, მეგობრობა ბრიტანეთთან, ამერიკასთან, ევროკავშირთან, ან რუსული ჭაობი ბიძინა ივანიშვილთან ერთად! აი ეს არის რეალური არჩევანი რაც გვაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ერთიანობით გავიმარჯვებთ. ძალა ერთობაშია, წინ ევროპისკენ", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია