შალვა პაპუაშვილი - სამწუხაროდ, დღემდე ვერ მოვისმინე გამიჯვნა ჟურნალისტის იმ ქმედებისგან, რომელიც 84 ტყვიით გვემუქრებოდა, პირადად მეც კეფაში და რომელიც ხელფასს იღებს ევროკავშირისგან, სავარაუდოდ დღესაც

სამწუხაროდ, დღემდე მე ვერ მოვისმინე გამიჯვნა „ჯემნიუსის“ ჟურნალისტის იმ ქმედებისგან, რომელიც 84 ტყვიით გვემუქრებოდა, პირადად მეც კეფაში და რომელიც ხელფასს იღებს ევროკავშირისგან, სავარაუდოდ, დღესაც, - ამის შესახებ პარლამენტის თამჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის ტერორის კამპანია, რომელშიც მონაწილეობენ მათ შორის ევროკავშირისგან დაფინანსებული ადამიანები.

„რომელიმე ევროკავშირის ქვეყნის დედაქალაქში საქართველოს მთავრობის მხრიდან ბიუჯეტიდან დაფინანსებული ადამიანი, იქაური პარლამენტის წევრს რომ დაემუქროს კეფაში ტყვიით, რა მოხდებოდა იმავე წამს იმ ადამიანის მიმართ, ან იმ ორგანიზაციის მიმართ, საიდანაც დაფინანსებას მიიღებდა და იმ სახელმწიფოს მიმართ, რომელიც აფინანსებს ადამიანს, რომელიც კეფაში ტყვიით ემუქრება ადამიანებს. ამ საკითხს მე კიდევ ბევრჯერ გავიმეორებ, მანამ, სანამ არ მოვისმენ ევროკავშირის რომელიმე წარმომადგენლის მხრიდან გამიჯვნას. ერთადერთი, რასაც მედიით მივადევნე თვალი, ამ საკითხს გამოეხმაურა ბრიტანეთის საელჩო და მინდა მადლობა გადავუხადო მათ, რომ მათთვის ნებისმიერი ძალადობა არის მიუღებელი. თუმცა როგორც ვიცით, ბრიტანეთი აღარ არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ამიტომ ევროკავშირს ჯერ კიდევ გასაკეთებელი აქვს ეს განცხადება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო