ლევან მაჭავარიანი - ყველას გპირდებით, რომ ჩვენი სახელმწიფო იქნება დამოუკიდებელი და სუვერენული და სწორედ, ჩვენი სუვერენიტეტით, ღირსებით და იდენტობით გავხდებით ევროკავშირის წევრი

გლობალური გამოწვევების და საფრთხეების წინაშე დგას დღეს მსოფლიო. როგორც გავლენიანი ექსპერტები საუბრობენ, არსებობს მესამე მსოფლიო ომის რეალური საფრთხე და ამ ყველაფრის ფონზე - საქართველო ინარჩუნებს მშვიდობას, - ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების" წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამ გლობალური გამოწვევების პირობებში „აშშ იცლის საქართველოსთვის“ და რიგი დეპუტატების წინააღმდეგ ბუნდოვან სავიზო სანქციებს აწესებს.

„მათ თქვეს, რომ საქართველოში არის დემოკრატიის უკუსვლა, თუმცა, რეალური მიზეზი „გამჭვირვალობის კანონია", რომელიც აშშ-ში უკვე თითქმის ერთი საუკუნეა, გაცილებით მკაცრი ფორმებით მოქმედებს", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა.

ლევან მაჭავარიანის თქმით, აშშ-ს არ დაუსანქცირებია და არც აუგი უთქვამს იმ ხელისუფლების წინააღმდეგ, რომლის დროსაც „ნულოვანი დემოკრატია იყო საქართველოში, რომლის დროსაც ხდებოდა სისტემური წამება და გაუპატიურება, ახალგაზრდების ქუჩაში ხოცვა, მოქალაქეების საძინებელში თვალთვალი, ბიზნესის რეკეტი, პირდაპირ ეთერში ტელევიზიების დარბევა, სასტიკი დარბევა აქციებზე და 0.01% გამამართლებელი განაჩენი“.

ლევან მაჭავარიანის განცხადებით, „ქართული ოცნების" მმართველობის დღევანდელი სისტემა ეფუძნება ადამიანის თავისუფლების და ღირსების იდეას. მისივე თქმით, დღეს არის სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება; ბიზნესის თავისუფლება და მედიის თავისუფლება, რის დასტურად, „ატლანტიკურმა საბჭომ" საქართველო მმართველობის მიხედვით, თავისუფალი ქვეყნების უმაღლეს კატეგორიაში დაასახელა, სადაც ქვეყანა უსწრებს ევროკავშირის ყველა კანდიდატ წევრ ქვეყანას და ევროკავშირის რამდენიმე მოქმედ წევრსაც.

„ამხელა ისტერია რეალურად მხოლოდ იმიტომაა შექმნილი, რომ ვდგამთ რეალურ ნაბიჯებს უფრო მეტი დამოუკიდებლობისკენ და სუვერენიტეტის გამყარებისკენ. ეს საქართველოს გარდა არავის აწყობს - არც ჩრდილოეთს, არც სამხრეთს, არც დასავლეთს და არც აღმოსავლეთს - ეს მხოლოდ ქართველი ხალხის ინტერესშია, რასაც ჩვენ ვემსახურებით. ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად არც ერთი ნაბიჯით უკან დახევას არ ვაპირებთ. ყველას გპირდებით, რომ ჩვენი სახელმწიფო იქნება დამოუკიდებელი და სუვერენული და სწორედ, ჩვენი სუვერენიტეტით, ღირსებით და იდენტობით გავხდებით ევროკავშირის წევრი", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს