ქეთი მელუა - საქართველო უზომოდ მიყვარს - ყველაფერს ვიზამ, რათა ამოვარჩიო და ხმა მივცე სწორად, რომ ჩვენი ქვეყანა ევროპისკენ წავიდეს

ყველაფერს ვიზამ, რომ ამოვარჩიო და ხმა მივცე სწორად, რომ ჩვენი ქვეყანა ევროპისკენ წავიდეს , - ამის შესახებ მომღერალმა ქეთი მელუამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და ახალგაზრდებს შორის შეხვედრაზე ონლაინ მიმართვის დროს განაცხადა.

მელუას თქმით, ადრე მისთვის პოლიტიკა ინტერესის სფეროს არ წარმოადგენდა, თუმცა დღეს, როგორც დიასპორის ერთ-ერთ წარმომადგენელს დიდი პასუხისმგებლობა აკისრია.

„პოლიტიკა ჩემთვის ინტერესის სფეროში არ იყო ადრე, მაგრამ ახლა, როგორც დიასპორის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, ვიცი, რომ მაქვს დიდი პასუხისმგებლობა, რომ შემიძლია, ხმა მივცე პარტიას, რომელიც საქართველოს კარგ მიმართულებაზე წაიყვანს. ვხვდები ეს რამხელა შესაძლებლობაა, პატარა არ არის, რადგან ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენ იცით, რომ საქართველო უზომოდ მიყვარს. ასე რომ, პირველად ცხოვრებაში ძალიან ფრთხილად შევხედავ ამ პროცესს. ყველაფერს ვიზამ, რომ ვისწავლო და ამოვარჩიო და ხმა მივცე ყველაზე სწორად, რომ ჩვენი ქვეყანა ევროპისკენ წავიდეს. მე როგორც მუსიკოსმა, რომელმაც ტურები გააკეთა ევროპაში და ბევრი ქვეყანა ვნახე, მჯერა ევროპის იდეის, მჯერა ადამიანის უფლებების, ტოლერანტობის - ეს მართლა ძვირფასი რაღაც არის და ასეთივე მინდა საქართველოსთვის“, - აღნიშნა მელუამ მიმართვაში.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია