სუს-ის ხელმძღვანელი - „გლობალური ომის პარტიას“ გეოგრაფია არ გააჩნია - აუცილებლად იქნება გამოძიებული ყველა იმ აქტორის როლი, რომელიც დაინტერესებულია დამშვიდებული, დაწყნარებული, სწორ რელსებზე შემდგარი ქვეყნის არევით

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა ე.წ. გლობალური ომის პარტიაზე ისაუბრა და განმარტა, თუ რას გულისხმობს ტერმინი.

როგორც ლილუაშვილმა ჟურნალისტებთან განმარტა, აქ არა კონკრეტული პარტია, არამედ პოლიტიკური სუბიექტები მოიაზრებიან, რომელთა რიტორიკაც დაძაბულობის კერებს ქმნის და მეორე ფრონტის შექმნას ცდილობს.

მისი თქმით, „გლობალური ომის პარტიას“ გეოგრაფია არ გააჩნია.

„ჩემი აზრით, ეს არის ინტერპრეტაციების საკითხი. შეიძლება, ფიზიკურად პარტია რეგისტრირებული არც იყოს. „გლობალური ომის პარტია“ პოლიტიკური ტერმინიდან გამომდინარე ჩამოყალიბდა. ალბათ, ამაში მოიაზრება ყველა ის პოლიტიკური სუბიექტი, რომლის რიტორიკა ითვალისწინებს დაძაბულობის კერების გაჩენას, მეორე ფრონტის გახსნას.. ჩვენ ვიხილეთ ასეთი დამაზიანებელი განცხადებები როგორც შარშან, ისე წელსაც. ალბათ, ამათი ერთობლიობაა, გეოგრაფია არ გააჩნია ამ პარტიას...

თუ ტელევიზიის არქივებში ჩაიხედებით, ადვილად მოძებნით ჩვენს ანგარიშში სახელებისა და გვარების შესახებ, ქმედებები არის გაწერილი, წამკითხველის გონების დაძაბვის ფაქტორია, რომ დაძაბოთ გონება და აუცილებლად სახელებსა და გვარებს თქვენ თვითონ მიხვდებით.

პარტნიორების წარმომადგენლები არა, არიან კონკრეტული პოლიტიკური პირები, ინტერესის ჯგუფები, რომლებიც პოლიტიკური ნიშნით ერთმანეთის თანამოზიარეები არიან. აუცილებლად იქნება გამოძიებული ყველა იმ აქტორის როლი და მონაწილეობა, რომელიც დაინტერესებულია დამშვიდებული, დაწყნარებული, სწორ რელსებზე შემდგარი ქვეყნის არევით“, - განაცხადა ლილუაშვილმა.

კითხვაზე, ვინ აწარმოებს ჰიბრიდულ ომს, რომელზეც ხშირად გაკეთებულა განცხადებები, მაგრამ საზოგადოებისთვის უცნობია, ვინ დგას ამის უკან, ლილუაშვილმა უპასუხა, რომ აღნიშნულ საკითხზე საუბარი დახურულ ფორმატში მიმდინარეობს და იქ დამსწრე პირებმა იციან, რა ძალებზეა საუბარი.

„ვსაუბრობთ დახურულ ფორმატში, სადაც დეპუტატების დამსწრე რაოდენობამ, ზუსტად იმდენმა, რამდენიც ესწრებოდა, გაიგეს, რა ძალებზეა საუბარი“, - განაცხადა ლილუაშვილმა.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა