საქართველოს ყოფილი ელჩი გერმანიაში - ძალიან ბევრი იქნება დამოკიდებული საპარლამენტო არჩევნებზე თუ როგორ განვითარდება ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობა - შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის დღეს ყველაზე დაბალ ნიშნულზეა

ევროპელ პარტნიორებთან ურთიერთობა ყველაზე დაბალ ნიშნულზეა, რაც ყოფილა. მათ შორის ცალკეულ წამყვან დედაქალაქებთანაც, როგორიცაა ბერლინი, პარიზი და ა.შ. - ამის შესახებ გერმანიაში საქართველოს ყოფილმა ელჩმა, ელგუჯა ხოკრიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

ელგუჯა ხოკრიშვილის მოსაზრებით, თუ როგორ განვითარდება ევროკავშირი საქართველოს ურთიერთობა, დამოკიდებული იქნება საპარლამენტო არჩევნებზე.

„ვნახეთ, რომ გერმანიის უმაღლეს დიპლომატიურ წარმომადგენელზე იყო შეურაცხმყოფელი შეტევები და შემდეგ იყო ოფიციალური განცხადება გერმანიის მთავრობის მხრიდან, რომ ისინი სრულიად მხარს უჭერენ ელჩს. ელჩი აჟღერებს მხოლოდ გერმანიის მთავრობის გზავნილებს. აქედან გამომდინარე ოქტომბერში ევროკომისიამ რაღაცა სახის განცხადება უნდა გააკეთოს, ჩვენს 9 რეკომენდაციის პროგრესთან დაკავშირებით.

ჩემი შეფასებაა, რომ დაელოდებიან, სანამ ოქტომბრის არჩევნები არ ჩაივლის, მანამდე განცხადებებს არ გააკეთებენ და ნაბიჯებს არ გადადგავენ. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ევროკომისიის პოსტები უნდა გადანაწილდეს. ტექნიკური ნაწილიც ახლავს თან. უნდა მოხდეს შეთანხმება ვინ იქნება ევროკომისიის პრეზიდენტი, ვის ექნება პორტფელი. აქედან გამომდინარე ოფიციალურ შეფასებასაც შემოდგომას ელოდებიან, როცა საქართველოში არჩევნები იქნება ჩავლილი. ძალიან ბევრი იქნება დამოკიდებული საპარლამენტო არჩევნებზე, თუ როგორ განვითარდება ევროკავშირი საქართველოს ურთიერთობა. ამ ეტაპზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს არის ყველაზე დაბალ ნიშნულზე. არსებულ პროგრამებშიც დიდ აქტივობებს არ ველოდები“, - განაცხადა ელგუჯა ხოკრიშვილმა.

ელგუჯა ხოკრიშვილის განცხადებით, თუ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი არჩევნებამდე ამოქმედდა და არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების დევნა დაიწყო, ეს საქართველოს ეკონომიკისთვის ძალიან ცუდი შედეგის მომტანი იქნება.

„ხედავთ ხომ ქუჩებში ძალადობას? ჯერ კანონი არ არის ძალაში შესული, თუ კანონი ძალში შევიდა და მოხდა ამ ორგანიზაციების დაყადაღება, ვიღაცების მტრად გამოცხადება, ამას ექნება ძალიან ცუდი შედეგი ეკონომიკაზე, რომელსაც პრაქტიკულად საქართველოს ყველა მოქალაქე თავის ჯიბეზე იგრძნობს. შეიძლება ელიტამ ვერ იგრძნოს, რომელსაც მიუწვდება ხელი მთავარ რესურსებზე და რომლის ინტერესში შედის ამ მმართველობის სტილის შენარჩუნება იმიტომ, რომ ყველაზე დიდი რენტის მიღება შეუძლიათ ამ სიტუაციიდან. ძალიან გაუგებარი სიტუაციაა და ეს ყველაზე მეტად დამაზიანებელია ბიზნესისთვის, დაგეგმვა არ შეუძლიათ, ამიტომ შემცირდა ინვესტიციებიც“, - განაცხადა ელგუჯა ხოკრიშვილმა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს