სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის დირექტორმა აგრარულ სექტორში ელექტროენერგიის აქტიური მომხმარებლის როლსა და პერსპექტივებზე ისაუბრა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის დირექტორი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, ნუგზარ ბერიძე საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე სიტყვით წარდგა.

სემეკის ცნობით, მან ისაუბრა აგრარულ სექტორში ელექტროენერგიის აქტიურ მომხმარებელსა და მის პერსპექტივებზე. ღონისძიებას ესწრებოდნენ მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლები.

ნუგზარ ბერიძის თქმით საქართველო, როგორც ენერგეტიკული გაერთიანების წევრ სახელმწიფოს, აქვს ვალდებულება მიუერთდეს მე-4 ენერგეტიკულ პაკეტს და მოახდინოს მისი იმპლემენტაცია ეროვნულ კანონმდებლობაში. აღნიშნული საუკეთესო საშუალებაა „ნეტო-აღრიცხვის“ რეგულაციის განსავითარებლად. ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის დირექტორმა დეტალურად ისაუბრა ნეტო აღრიცხვის ახალ პერსპექტივებზე.

„განახლებადი ენერგიის თვითმომხმარებელი (პროსიუმერი - Produser+Consumer) არის საბოლოო მომხმარებელი, რომელიც მის მფლობელობაში არსებულ შენობა-ნაგებობაში აწარმოებს განახლებად ელექტროენერგიას საკუთარი მოხმარებისთვის და რომელსაც შეუძლია შეინახოს ან გაყიდოს წარმოებული განახლებადი ელექტროენერგია, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არასაყოფაცხოვრებო განახლებადი ენერგიის თვითმომხმარებლისთვის ეს საქმიანობა წარმოადგენს ძირითად კომერციულ ან პროფესიულ საქმიანობას. ამ შემთხვევაში უმთავრესი ამოცანაა საკუთარი მოხმარების მაქსიმალური დაკმაყოფილება, ხოლო გამანაწილებელ ქსელში გაცემული ენერგია, ყოველსაათური სიდიდით იყიდება ან/და გადაეცემა სხვა მომხმარებლებს. ქსელში გაცემული ელექტროენერგიის ვირტუალური დაგროვება და გაქვითვა არ ხდება. თვითმომხმარებლის წარმოების საშუალების მიერ წარმოებული ელექტროენერგია სრულად უნდა იქნეს აღრიცხული, ადგილზე მოხმარებული ენერგიის ჩათვლით. ქსელში გაცემული ელექტროენერგია შეიძლება სარგებლობდეს მხარდაჭერის სქემებით ან გაიყიდოს ბაზარზე შესაბამისი საბითუმო ფასით ინდივიდუალური პირის ან აგრეგატორის მიერ ან გაზიარდეს გარკვეული ჯგუფის ფარგლებში“, - განაცხადა ნუგზარ ბერიძემ.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრს ეთხოვა ფერმერებისა და შინამეურნეთათვის მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის ტექნიკურ-ეკონომიკურ და სამართლებრივ საკითხებზე სასწავლო კურსების ორგანიზება.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა