თორნიკე რიჟვაძე - ჩვენი მთავრობა პატივს სცემს და ყველაფერს აკეთებს, რომ ღირსებით, სუვერენიტეტით შევძლოთ საგარეო პრიორიტეტების მიღწევა და პარალელურად, ქვეყანაში შევინარჩუნოთ მშვიდობა და სტაბილურობა

ჩვენი მთავრობა პატივს სცემს და ყველაფერს აკეთებს, რომ ღირსებით, ჩვენი სუვერენიტეტით საგარეო პრიორიტეტების მიღწევა შევძლოთ და ამის პარალელურად, ქვეყანაში შევინარჩუნოთ მშვიდობა და სტაბილურობა, - აღნიშნულის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ აჭარის უმაღლეს საბჭოში 2023-2024 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისივე თქმით, სულ ახლახან ბათუმი ევროპის წამყვან საინვესტიციო ქალაქად დასახელდა, რაც ნიშნავს იმას, რომ კიდევ უფრო მეტი „ინვესტიცია, პროექტი განხორციელდება, ასევე, კიდევ უფრო მეტი სამუშოა ადგილი ქალაქში შეიქმნება“.

„დარწმუნებული ვარ, ეს არ არის ბოლო და ერთადერთი აღიარება, რადგან, განსაკუთრებით ბოლო წლებში, ბათუმმა ნამდვილად დაიმკვიდრა, როგორც ევროპის ტურისტულ, ასევე, ბიზნეს რუკაზე თავისი ღირსეული ადგილი. ევროპელი ვიზიტორები, ასევ, ჩვენი პარტნიორები აღიარებენ, რომ ბიზნესის თავისუფლების ხარისხი, ის დემოკრატიული წეს-წყობილება, ძალიან ძვირფასი, მდიდარი, ევროპული მემკვიდრეობა, რომელიც ამ ქალაქს ახასიათებს, ნამდვილად მას გამოარჩევს.

ბოლო რამდენიმე წელია უკვე ბათუმი და აჭარა აღიარებულია, როგორც ყველაზე სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულება ევროპაში და ასევე, შარშან ჩვენმა ულამაზესმა სტადიონმა აშშ-ში ძალიან მნიშვნელოვანი ჯილდო მიიღო და დარწმუნებული ვარ, ეს მომავალშიც გაგრძელდება. ინვესტორები, ვიზიტორები ჩვენს ქალაქს ახასიათებენ - მიმზიდველს, ბიზნესის თავისუფლების კეთების კუთხით, ინვესტიციების დაცულობის კუთხით, ასევე, მთავრობის გამჭვირვალობით. რა თქმა უნდა, ეს არის ის ფუძემდებლური პრინციპები, რომლითაც შესაძლებელი გახდა ის ძალიან მნიშვნელოვანი დემოკრატიული გარდატეხა, რასაც თითოეული ჩვენი მოქალაქე ხედავს ბოლო 12 წლის განმავლობაში და სწორედ, რისი შედეგიც არის ის მიღწევები, რომელიც გვაქვს - ეს იქნება ეკონომიკური ზრდა, ახალი სამუშაო ადგილები, სიღარიბის განახევრება, როგორც ეროვნულ, ასევე, რეგიონულ დონეზე. ასევე, რა თქმა უნდა, ის პერსპექტივა, რომელიც კიდევ უფრო ჩვენი სუვერენიტეტის დაცვით ევროპულ ოჯახთან გვაახლოებს. ეს არის ის არჩევანი, რომელსაც ჩვენი მთავრობა პატივს სცემს და ყველაფერს აკეთებს, რომ ღირსებით, ჩვენი სუვერენიტეტით შევძლოთ საგარეო პრიორიტეტების მიღწევა და ამის პარალელურად, ქვეყანაში შევინარჩუნოთ მშვიდობა და სტაბილურობა, რომელიც არის საფუძველი ყველა იმ მიღწევის, რაც აქამდე ჩამოვთვალე“, - განაცხადა რიჟვაძემ.

გარდა ამისა, თორნიკე რიჟვაძემ ანგარიშის წარდგენის დროს საქართველოს მოქალაქეებს იოანე ზოსიმეს ხელნაწერის დაბრუნება მიულოცა.

„მინდა მოგილოცოთ და კიდევ ერთხელ ჩვენი ქვეყნის უდიდეს მეცენატს, ჩვენი პარტიის დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადავუხადო, ეს არის ნამდვილად ღირსეული და ეროვნული საქმე, რომელიც კიდევ უფრო მეტად ჩვენს ეროვნულ ფასეულობებს განამტკიცებს“, - აღნიშნა რიჟვაძემ.

ამასთან, რიჟვაძემ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს, რომლებმაც შეძლეს და პირველად საქართველოს ისტორიაში, ჯგუფური შესარჩევი ეტაპი გადალახეს, ევროპის ჩემპიონატზე წარმატებები უსურვა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
ანდრო გოცირიძე - საქართველოს შეუძლია რუსეთის წიაღს დაუბრუნდეს, ოღონდ, რუსეთის მიერ აღიარებული „სახელმწიფოების“ გარეშე, ეს არის ის ფორმულა, რასაც რუსეთი საქართველოს ოფიციალურად სთავაზობს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ
სააღდგომო შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებისთვის