ოთარ გრიგოლია - ფონდი  „ქართუს“  დამსახურებით ქალაქს ექნება ახალი რეკრეაციული სივრცე, რომელსაც არასდროს არაფერი დაემუქრება

დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ფონდი „ქართუს“ დამსახურებით ქალაქს ექნება ახალი რეკრეაციული სივრცე, რომელსაც არასდროს არაფერი დაემუქრება - რაც შეეხება თამარაშვილის ქუჩაზე დაგეგმილ მშენებლობას, რომელსაც დღეს განვიხილავთ, დარწმუნებული ვარ, რომ ქალაქს ერთ-ერთი საუკეთესო არქიტექტურული პროექტი შეემატება, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე, ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ოთარ გრიგოლიამ განაცხადა.

ამასთან, ოთარ გრიგოლიას თქმით, სწორედ ფონდი „ქართუს“ და ბიძინა ივანიშვილის ძალისხმევით მოხერხდა იპოდრომის ტერიტორიის ქალაქისთვის დაბრუნება.

„დღეს საოცარი სურათი ვნახეთ, როდესაც ჩვენი ოპონენტები, ის ადამიანები, რომლებიც პირდაპირ პასუხისმგებლები არიან იმაზე, რომ იპოდრომის ტერიტორიის სრული განაშენიანება მომხდარიყო, თურმე შეშფოთდნენ, რომ აღნიშნული ტერიტორიის მცირე ნაწილზე მშენებლობა უნდა განხორციელდეს. ეს არის ორმაგი სტანდარტი და ეს არის მიზეზი იმისა, თუ რატომ არ ესწრებიან დღევანდელ სხდომას „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები. სწორედ მათი პოლიტიკური მემკვიდრეობაა ის, რაც იპოდრომის ტერიტორიაზე უნდა მომხდარიყო. მათ მორალური უფლება არ აქვთ ისაუბრონ იპოდრომზე. ოპოზიცია ისე იქცევა, თითქოს ის, რომ 40 ჰექტარი სარეკრეაციო სივრცე თბილისს დაუბრუნდა, არაფერს ნიშნავს“, - განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს