ანონსი 17 ივნისი

17 ივნისს, 10:30 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი მალავის რესპუბლიკის პარლამენტის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრებთან შეხვედრას გამართავს.

საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N304)

17 ივნისს, 11:00 საათზე, ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილი გააკეთებს პარტიების „დროა“ და „გირჩი-მეტი თავისუფლება“ თავმჯდომარეებთან, ელენე ხოშტარიასა და ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძესთან ერთად ბრიფინგზე განცხადებას გააკეთებს.

მის: ლუარსაბ შარაშიძის 5, ფიქრის გორა.

17 ივნისს, 11:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება.

მის: ინგოროყვას 7

17 ივნისს, 11:00 საათზე, პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი გამართავს ბრიფინგს.

თემა: „ძალადობა, არაფორმალური დაჯგუფებები და კორუფცია - როგორც „ოცნების“ ძალაუფლების წყარო. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უმოქმედობა. როგორ ძალადობს სახელმწიფო და როგორ თანამონაწილეობენ უწყებები უმოქმედობით“.

მის: ბელიაშვილის 68, პარტიის ოფისი.

17 ივნისს, 11:25 საათზე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე მალავის რესპუბლიკის პარლამენტის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრებთან შეხვედრას გამართავს.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N420 (C კორპუსი, IV სართული)

17 ივნისს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ურბანული განვითარების კომპანია „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ წარმომადგენლის, ბორჯომის გენერალური გეგმის პროექტის კოორდინატორის, ურბანისტ ანდრო ქორთუას პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „ბორჯომის გენერალური და განაშენიანების გეგმების ხედვა, რომლის საბოლოო ვარიანტი „სითი ინსტიტუტი საქართველომ“ წარადგინა“.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57

საკონტაქტო: 593 53 45 24

17 ივნისს, 12:00 საათზე, პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N239 (C კორპუსი, II სართული)

17 ივნისს, 12:00 საათზე, ონკოლოგიური პაციენტები მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბებიან და პრემიერს განცხადებით მიმართავენ.

საკონტაქტო: გვანცა აფხაიძე - 571 070 077

17 ივნისს, 12:00 საათზე, პარლამენტში სპორტის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, N307)

17 ივნისს, 14:00 საათზე, კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში პროექტი „ჯარის ბანაკი“ ოფიციალურად გაიხსნება.

საკონტაქტო: თეო კერძევაძე - 577 19 00 96

17 ივნისს, 14:00 საათზე, პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პარლამენტის კინოდარბაზი (A კორპუსი, -1 სართული)

17 ივნისს, 15:00 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი

17 ივნისს, 15:00 საათზე, პარლამენტში ევროპასთან ინტეგრაციისა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების ერთობლივი გასვლითი სხდომა გაიმართება.

მის: ენგურჰესი

17 ივნისს, 18:00 საათზე, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართება.

თემა: ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციიდან მიღებული უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია.

სტეპან გრიგორიანი - სომხეთ-ირანის საზღვრით ირანს, ჯერჯერობით, მხოლოდ უცხო ქვეყნების მოქალაქეები ტოვებენ, მაგრამ, თუ ისრაელ-ირანის ომი გაგრძელდა, არაა გამორიცხული ამ საზღვარზე ირანელი დევნილებიც გამოჩნდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება