სახალხო დამცველი - სამწუხაროდ, პრეზიდენტმა ეფექტურად არ გამოიყენა საკუთარი საქმიანობის პერიოდში შეწყალების მექანიზმი და შეწყალებული პატიმრების რაოდენობა ძალიან დაბალია

სამწუხაროდ, პრეზიდენტმა [სალომე ზურაბიშვილმა] ეფექტურად არ გამოიყენა საკუთარი საქმიანობის პერიოდში შეწყალების მექანიზმი და შეწყალებული პატიმრების რაოდენობა ძალიან დაბალია, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

იოსელიანი ქვეყნის მასშტაბით არსებულ პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმრების გადატვირთულობასა და აღნიშნული პრობლემების გადაჭრის გზებზეც საუბრობს.

„ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველო პატიმრების რაოდენობით ევროპის მასშტაბით, ისევ მეორე ადგილზეა. ახლახან გამოქვეყნდა ევროსაბჭოს ანგარიში, სადაც საქართველო თურქეთის შემდეგ, 100 000 მოსახლეზე პატიმრების რაოდენობით მეორე ადგილზეა. საქართველოში მსჯავრდებულების რაოდენობა საშუალოდ, 9 500 პატიმარს შეადგენს, ეს რიცხვი საკმაოდ მაღალია, მისი შემცირება შესაძლებელია. ასევე საინტერესო სტატისტიკას გეტყვით, რუსთავის მე-17 და ქსნის მე-15 დაწესებულებაში მთელი პენიტენციური სისტემის პატიმრების რაოდენობის თითქმის, 35%-ია თავმოყრილი, ხოლო თუ ამას მე-2 და მე-8 დაწესებულებასაც დავამატებთ, 4 დაწესებულებაში პატიმრების საერთო რაოდენობის 70% იყრის თავს, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ეს თავისთავად მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს ჩემი გადმოსახედიდან სულ მცირე, 2 ახალი, საშუალოდ 500-კაციანი დაწესებულება სჭირდება. ამავე დროს, პატიმრების რაოდენობის შესამცირებლად აუცილებლად გადასადგმელია რიგი ნაბიჯები, რათა საქართველომ ამ სტატისტიკაში ქვემოთ დაიწიოს. ვფიქრობ, ამ რაოდენობის ადამიანების პატიმრობაში ყოფნის აუცილებლობა არ არის.

ამას ბევრი მიზეზი აქვს, ერთ-ერთი მიზეზი ისაა რომ ე.წ. პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმი ეფექტურად არ მუშაობს. ძალიან ბევრი მსჯავრდებული იღებს გათავისუფლებაზე უარს, მათ შორის, ისეთ უარს, სადაც მიზეზი დასაბუთებული არ არის. დიდი ხანია ველოდებით ელექტრონული სამაჯურების სისტემის ეფექტურად ამუშავებას, რომელიც მნიშვნელოვნად განტვირთავს პენიტენციურ დაწესებულებას და ადამიანებს საშუალებას მისცემს, პატიმრობის პერიოდი ოჯახში გაატარონ და მსჯავრი გარეთ მოიხადონ. ასევე, ეფექტურად არ არის ამუშავებული აღკვეთის ღონისძიების დროს არასაპატიმრო ღონისძიებების გამოყენება, ეს იქნება გირაო, შინაპატიმრობა, თუ სხვა, რაც ასევე პატიმრების რაოდენობას განტვირთავდა. ასევე, რაც მთავარია, ჩემდა სამწუხაროდ, პრეზიდენტმა [სალომე ზურაბიშვილმა] ეფექტურად არ გამოიყენა საკუთარი საქმიანობის პერიოდში შეწყალების მექანიზმი და შეწყალებული პატიმრების რაოდენობა ძალიან დაბალია. არადა, ეს კიდევ ერთი მექანიზმია იმისთვის, რომ პენიტენციური სისტემა განიტვირთოს. პრეზიდენტს შესაძლებლობა ჰქონდა, წელიწადში რამდენჯერაც საჭიროდ ჩათვლიდა, იმდენჯერ პატიმრების რაღაც რაოდენობა შეეწყალებინა“, - აცხადებს იოსელიანი.

მისივე განმარტებით, „როგორც მარგველაშვილის პერიოდში, ასევე მანამდეც, რამდენიმე ასეულ პატიმარს იწყალებდნენ. დღეს, ეს რიცხვი რამდენიმე ათეულამდეა დასული, რაც ძალიან ცოტაა“.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა