ცესკოსა და სწავლების ცენტრის სასწავლო პროექტ „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსებში“ მონაწილეობა 16 514-მა მოქალაქემ მიიღო

ცენტრალური საარჩევნო კომისიისა (ცესკო) და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის (სწავლების ცენტრი) საინფორმაციო-სასწავლო პროექტ „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსებში“ მონაწილეობა 16 514-მა მოქალაქემ მიიღო. პროექტი, რომლის მიზანიც საარჩევნო ტექნოლოგიურ სიახლეებზე საუბნო საარჩევნო კომისიების პოტენციური წევრების გადამზადება და კვალიფიციური საარჩევნო ადმინისტრატორების შერჩევის პროცესის მხარდაჭერაა, სადამკვირვებლო ორგანიზაციების ანგარიშებში ასახულ რეკომენდაციებს ეხმიანება და ქვეყნის მასშტაბით 64-ვე მუნიციპალიტეტში ჩატარდა. სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული პროგრამის ფარგლებში, მონაწილეებმა სწავლება პროფილურად შერჩეული კურსის მიხედვით გაიარეს, მათ შორის ჩატარდა კურსი საუბნო საარჩევნო კომისიების პოტენციური წევრებისთვის და კურსი საუბნო საარჩევნო კომისიების პოტენციური ხელმძღვანელი პირებისთვის.

პროექტის ფარგლებში მონაწილეები შემდეგ ძირითად საკითხებს გაეცნენ: საქართველოს პარლამენტის 2024 წლის ოქტომბრის არჩევნების მოდერნიზაციის ტენდენციები; ხმის მიცემის პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენება; ამომრჩევლის საარჩევნო უფლების რეალიზება, ფარულობა და დაცულობა კენჭისყრის პროცესში; ინკლუზიური საარჩევნო გარემოს მნიშვნელობა და საარჩევნო აპარატების გამოყენებით კენჭისყრის პროცესში შშმ ამომრჩევლების დამოუკიდებლად მონაწილეობის ხელშეწყობა. სასწავლო პროგრამაში მნიშვნელოვანი აქცენტები საარჩევნო პროცესში ინტეგრირებულ ტექნოლოგიურ სიახლეებზე გაკეთდა. მონაწილეები დეტალურად გაეცნენ ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატების, ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატების და კენჭისყრის წინასწარი შედეგების გადაცემისთვის განკუთვნილი პლანშეტური კომპიუტერების მართვის პრინციპებს.

„საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები“ სწავლების ცენტრის მიერ, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან (IFES) პარტნიორობით, გადამზადებულმა 170-მა ტრენერმა ჩაატარა. პროექტი 2024 წლის 8 მაისიდან 8 ივნისის ჩათვლით პერიოდში განხორციელდა.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა