რომან გოცირიძე - ძალიან საინტერესო იყო ამერიკის ელჩის განცხადება ანაკლიასთან დაკავშირებით - რა თქმა უნდა, ანაკლიაში ჩინეთის შემოსვლა ნიშნავს რუსეთის შემოყვანას შავ ზღვაში

ძალიან საინტერესო იყო ამერიკის ელჩის განცხადება ანაკლიასთან დაკავშირებით - მისი შეფასება აბსოლუტურად ობიექტური და სწორი იყო, - ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

გოცირიძის განმარტებით, ელჩის განცხადებაში ნიშანდობლივი იყო ერთი რამ, რომ ანაკლიას ჩინეთის სახელმწიფო კომპანია აშენებს.

მისი თქმით, ანაკლიაში ჩინეთის შემოსვლა რუსეთის შავ ზღვაში შემოყვანას ნიშნავს.

„ძალიან საინტერესო იყო ამერიკის ელჩის განცხადება ანაკლიასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ანაკლიაში ჩინეთის შემოსვლა ნიშნავს რუსეთის შემოყვანას შავ ზღვაში. ტერიტორიაზე, სადაც, 30 კმ-ის მოშორებით ოჩამჩირეში ასევე სამხედრო ბაზა შენდება. მაგრამ ელჩის განცხადებაში ნიშანდობლივი იყო ერთი რამ, რომ ანაკლიას ჩინეთის სახელმწიფო კომპანია აშენებს. კომუნისტური პარტიის ბიზნეს სუბიექტი, რომელიც თავდაცვისა და სხვა სახის ობიექტებს აშენებს ჩინეთში - ასე ამბობს ელჩი. ჩინეთის თავისუფალი ეკონომიკური ზონები საოცრებას ახდენს, ყვავის და ჩინეთში არსებობს საკმაოდ მძლავრი კერძო კორპორატიული ბიზნესი. აქ საუბარია ორმაგ მიღებულ მხარეზე. შანხაის რომელიღაც კომპანიას რომ აეშენებინა, სადაც თუნდაც ჩინური აქციები ღია ბაზარზე იყიდება - ეს ერთია და როდესაც მთავრობა აშენებს, კომუნისტური პარტიის მმართველობის დროს ყველაზე მნიშვნელოვან და სტრატეგიულ ობიექტს, ბუნებრივია, რომ ის რისკებს შეიცავს. ელჩის შეფასება აბსოლუტურად ობიექტური და სწორი იყო“, - აღნიშნა რომან გოცირიძემ.

ცნობისთვის, საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა „ინტერპრესნიუსთან” ინტერვიუში ანაკლიის პორტზეც ისაუბრა.

„CCCC კომპანიის უმეტესი ნაწილის მფლობელი, რომელთანაც საქართველოს მთავრობამ [ანაკლიის პორტის პროექტში] კონტრაქტი დადო, ჩინეთის კომუნისტური პარტიაა. ჩინეთის კომუნისტური პარტია, რუსეთის არმიის ნომერ პირველი ფინანსისტია დღეს. ასე რომ, ერთი კითხვაა, რატომ უნდა გააღრმაო ეკონომიკური კავშირი იმ პარტიასთან, რომელიც აფინანსებს თქვენს ოკუპანტს?“ - განაცხადა რობინ დანიგანმა „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა