მარკ კლეიტონი - 4 ივლისის არჩევნების შემდეგ, ჩვენ დროულად მივცემთ რჩევას, რა ვარიანტები შეიძლება მიიღოს ახალმა მთავრობამ საქართველოსთან მიმართებით - მანამდე არანაირი გადაწყვეტილებები არ იქნება

დიდ ბრიტანეთში კონსულტაციების 5 წელი გავიდა, რათა უზრუნველგვეყო, რომ ეს კანონი სწორი ფორმით გვაქვს ჩამოყალიბებული და ძალაში ჯერ არ არის შესული - გიწვევთ, მითხრათ, რამდენი ხანი, რამდენი დებატი და დისკუსია იყო საქართველოში კანონის შესახებ, ვფიქრობ, აღმოაჩენთ, რომ გაცილებით ნაკლები , - ამის შესახებ საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩმა მარკ კლეიტონმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონთან დაკავშირებით მედიას განუცხადა.

ელჩმა გაიხსენა ბრიტანული კანონის შემუშავების ისტორია და აღნიშნა, რომ კანონმდებლობა, რომელიც დიდ ბრიტანეთში უცხოურ გავლენებს ადევნებს თვალს, საბოლოოდ 2023 წელს იქნა მიღებული, თუმცა ჯერ ძალაში არ არის შესული.

“ეს კანონი [დიდ ბრიტანეთში], უპირველეს ყოვლისა, ჯერ ამოქმედებული არ არის, ვინაიდან, არჩევნების, წინასაარჩევნო კამპანიის შუაგულში ვართ, ასე რომ, რეალურად კანონი ძალაში არ არის შესული.

ამ [ბრიტანული] კანონის მიღმა ისტორია არის ის, რომ 2018 წელს რუსეთმა დიდ ბრიტანეთში სკრიპალების [ოჯახის] მკვლელობა სცადა. ამაზე პასუხის ნაწილი იყო მოსკოვიდან ჩემი გაგდება. პარლამენტმა ეს თავდასხმა გამოიძია და 2019 წელს ანგარიში წარადგინა. 2020 წელს ანგარიში გამოქვეყნდა და პარლამენტმა პასუხი გასცა - ეროვნული უსაფრთხოების კანონმდებლობა, რომელიც დიდ ბრიტანეთში უცხოურ გავლენებს ადევნებს თვალს, საბოლოოდ 2023 წელს იქნა მიღებული. ჩვენ ჯერ არ შეგვიყვანია ძალაში.

ასე რომ, თავდასხმიდან 5 წელი გავიდა, მედიასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და საჯარო სექტორთან დებატების, დისკუსიებისა და კონსულტაციების 5 წელი, რათა უზრუნველგვეყო, რომ ეს კანონი სწორი ფორმით გვაქვს ჩამოყალიბებული. გიწვევთ, მითხრათ, რამდენი ხანი და რამდენი დებატები და დისკუსიები იყო საქართველოში თქვენი კანონის შესახებ. ვფიქრობ, აღმოაჩენთ, რომ გაცილებით ნაკლები”, - განაცხადა საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩმა მარკ კლეიტონმა ჟურნალისტის კითხვაზე.

ელჩმა ასევე ისაუბრა კანონის მიღებასთან დაკავშირებით საქართველოს მიმართ საპასუხო ზომებზე და აღნიშნა, რომ დიდ ბრიტანეთში დაგეგმილ არჩევნებამდე გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული.

“უზომოდ ამაყი ვარ დიდი ბრიტანეთის დიდი ხნის დემოკრატიული ტრადიციებით. [დიდ ბრიტანეთში] ახლა წინასაარჩევნო კამპანიის შუაგულში ვიმყოფებით და ახალ მთავრობას ველით, რომელიც 4 ივლისს იქნება არჩეული. მანამდე არანაირი გადაწყვეტილებები არ იქნება მიღებული [სანქციებთან დაკავშირებით].

არჩევნების შემდეგ, როდესაც ახალი მთავრობა ჩამოყალიბდება, ჩვენ დროულად მივცემთ რჩევას, თუ რა ვარიანტები შეიძლება მიიღოს ახალმა მთავრობამ საქართველოსთან მიმართებით. ასე რომ, მოგიწევთ დაბრუნება და ჩემი მონაცვლისთვის ამის კითხვა…

ჩემს ევროპელ კოლეგებს უნდა ჰკითხოთ, თუ რას იტყვის ევროკავშირი. რაც შეეხება ჩვენს პოზიციას, დიდი ბრიტანეთის პოზიცია ძალიან ნათელია: 30 წლის განმავლობაში გაერთიანებული სამეფო საქართველოს გვერდში ედგა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მხრივ. სუვერენიტეტი, ჩემთვის, ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა თავად აკეთებს თავის არჩევანს. თუ თითოეული გამოკითხვა, რომელიც მე მინახავს, ამბობს, რომ ქართველ ხალხს სურს ევროკავშირში გაწევრიანება და თუ ყველა დიდი პარტია ამბობს, რომ ეს თქვენი უმთავრესი მიზანია, ეს თქვენს კონსტიტუციაშია, მაშინ დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს მას, ვინაიდან, ეს არის სუვერენული არჩევანის მთავარი აზრი”, - განაცხადა კლეიტონმა.

ბრიტანეთის ელჩი მარკ კლეიტონი, მეფე ჩარლზ III-ის ოფიციალური დაბადების დღის აღსანიშნავად წვეულებას მასპინძლობს.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდაჭერით, სამხედროთა სპორტულ გუნდს მჯდომარე რაგბის ეტლები გადაეცა
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა