ალუდა ღუდუშაური პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს - არის თუ არა სალომე ზურაბიშვილი პირდაპირი წყარო არა ერთობის, არამედ პირიქით, დაყოფის?

არის თუ არა სალომე ზურაბიშვილი პირდაპირი წყარო არა ერთობის, არამედ პირიქით, დაყოფის? - ამ კითხვით მიმართა "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, გიორგი მსხილაძეს. ალუდა ღუდუშაურის თქმით, სალომე ზურაბიშვილმა ერთობა ვერ შეინარჩუნა და შინაგანი ძალა ვერ იპოვა ისეთ საკითხზე, როგორიც ეროვნული ნაკრებია.

„აქაც რომ გამოხშირვას აკეთებთ, ვის უნდა მიეცეს ჯილდო და ვის არა. აქაც რომ დაყოფა შემოგაქვთ. 78-ე მუხლზე რომ აპელირებთ, ეგ როგორ იქნება თავსებადი? არის თუ არა სალომე ზურაბიშვილი პირდაპირი წყარო არა ერთობის, არამედ პირიქით, დაყოფის? აბა გადახედეთ, დამისახელეთ ერთი პირი, ვინც გეგულებათ, მოდით, ღია ვიყოთ, ყველაფერი პოლიტიკის დედაც ვატირე, (ბოდიში საზოგადოებასთან) პირდაპირ, ღიად, მითხარით, მოდიხართ აქ და ლაპარაკობთ, 79-ე მუხლი მოგყავთ, პირადად ჩემთვის და დარწმუნებული ვარ, ჩემი კოლეგებისთვისაც შეურაცხმყოფელია ის, რომ ჩვენ გვეუნებით - ევროპის და ევროატლანტიკური სივრცეში გაწევრიანებისთვის რაღაცას ვერ ვაკეთებთ და პირიქით, ხელს ვუშლით, ეს პირდაპირ შეურაცხყოფაა. ჩამოიხსენით ნიღაბი და აუხსენით ხალხს, რას აკეთებთ. როგორ წარმოგიდგენიათ იმ ცესკო-ში ვინ უნდა შეიყვანოთ კონკრეტულად. მაგალითად, გვარამია, მელია? რომელი წარმოგიდგენიათ, კონსენსუსი მიღწეული იქნება? ამ ხალხს ჩავაბარებთ გასაღებს და მათ ნებაზე იქნება დამოკიდებული ის, რომ საბოტაჟი არ იქნება?! თეთრზე იტყვიან, რომ შავია და შავზე იტყვიან,რომ თეთრია. თქვენ ეს წარმოგიდგენიათ? პირველი წყარო ხართ იმისა, რომ დაყოთ. ისეთ საკითხზეც კი ვერ შეძელით საკუთარ თავზე და პოლიტიკაზე მაღლა დადგომა, როგორც ეროვნული ნაკრებია. ჩემი აზრით, ძალიან სამარცხვინო საქციელია ის, რომ „გამოვშიგნოთ“, ვიღაცას მივცეთ ჯილდო და ვიღაცას არა. საერთოდ არ ვსაუბრობ გვარებზე და კონკრეტულ პიროვნებებზე. ეროვნულ ნაკრებზე კონსენსუსი ვერ შეძელით თქვენ თვითონ, ეს ხომ სრულიად უწყინარი საკითხი არის“,-განაცხადა ღუდუშაურმა.

ცნობისთვის, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი „საარჩევნო კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს.

სალომე ზურაბიშვილის მოტივირებულ შენიშვნებს დეპუტატების წინაშე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, გიორგი მსხილაძე წარადგენს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში