საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში იუზა კუბლაშვილის სახელობის ვაჟთა სახალხო კაპელის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებათა ციკლი დაიწყო

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ეროვნული და საერთაშორისო კონკურსებისა და ფესტივალების ლაურეატის, იუზა კუბლაშვილის სახელობის ვაჟთა სახალხო კაპელის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებათა ციკლი დაიწყო, რომელიც საკონცერტო ტურნეთი წლის ბოლომდე გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, ვაჟთა სახალხო კაპელამ, იუბილეს ფარგლებში, პირველი კონცერტი - „ტრადიცია გრძელდება“ უნივერსიტეტში გამართა. 35 სტუდენტისაგან შემდგარი მომღერალთა ჯგუფი მაყურებლის წინაშე მრავალფეროვანი რეპერტუარით წარსდგა. შესრულდა ქართული ფოლკროლური, ქალაქური, კლასიკური საგუნდო მუსიკის ნიმუშები და კომპოზიციები ხალხური საკრავების თანხლებით.

სტუ-ის ვაჟთა სახალხო კაპელა 1965 წელს, იუზა კუბლაშვილმა ჩამოაყალიბა და მას 24 წლის განმავლობაში, 1965-1989 წლებში ხელმძღვანელობდა. ამ პერიოდში შემოქმედებითი ჯგუფს ქორმაისტერობას სოსო ფალავანდიშვილი უწევდა. 1981 წლიდან, 43 წლის მანძილზე საუნივერისტეტო კაპელას სათავეში უდგას ნიჭიერი მუსიკოსი და დირიჟორი ციცინო ფალავანდიშვილი.

1998 წელს ციცინო ფალავანდიშვილი, სტუდენტი-ახალგაზრდობის აღზრდაში პირადი წვლილისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი საქმიანობისათვის, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, ღირსების ორდენით დაჯილდოვდა, 2022 წელს კი, განსაკუთრებული ღვაწლისთვის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადმიკოსმა დავით გურგენიძემ, აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, ციცინო ფალავანდიშვილს სტუ-ის ოქროს მედალი გადასცა. მისი ხელმძღვანელობის პერიოდში კაპელა არაერთი საერთაშორისო კონკურსის და ფესტივალის ლაურეატი გახდა: გრან-პრი - საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალი (ვილნიუსი, 1984); გრან-პრი - ვაჟთა გუნდების კონკურსი „Rigas Gailis“ (ლატვია, ქ.რიგა 1989), ხოლო 1990 წელს, იგივე კონკურსზე, მაყურებელთა სიმპათიის პრიზი; გრან-პრი - საერთაშორისო სტუდენტური ფესტივალი (ლიეტუვა, ვილნიუსი, 1990); საერთაშორისო ფოლკლორული კონკურსი (თბილისი, 1991); საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალი (პოლონეთი, ქ. პოზნანი, 1997); საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალი (საბერძნეთი, კუნძული როდოსი, 2005); „უნივერსიადა 2022“ პირველი ადგილი (თბილისი, 2022); ვაჟთა სახალხო კაპელასთან მოღვაწეობს ვოკალური ანსამბლი და ვოკალური კვარტეტი. კაპელა და მასთან არსებული ვოკალური ანსამბლი წარმატებით მართავდა კონცერტებს როგორც საქართველოში, ასევე, მის ფარგლებს გარეთ: გერმანიაში, პოლონეთში, ჰოლანდიაში, იტალიაში, ფინეთში, ბალტიისპირეთში, უკრაინასა და სხვა ქვეყნებში. 2011 წელს, სტუ-ს ვაჟთა სახალხო კაპელას იუზა კუბლაშვილის სახელი მიენიჭა.

„სულ მალე, ჩვენ 60 წლის გავხდებით. ეს არის სიყვარულითა და შრომით განვლილი გზა და მე ბედნიერი ვარ, რომ 1981 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვაჟთა კაპელას ვხელმძღვანელობ. დღეს მაყურებლის წინაშე წარსდგა კაპელის მეთხუთმეტე თაობა, რომელთაგან ბევრი პირველად დგას სცენაზე და ის ემოცია, რომელიც დარბაზიდან წამოვიდა, მათთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. 43 წელი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან და ვაჟთა კაპელასთან ერთად - ჩვენ ისტორია დავწერეთ! ჩვენ იმ ტრადიციების გამგრძელებლები ვართ, რომელსაც იუზა კუბლაშვილმა ჩაუყარა საფუძველი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კაპელაში დაიწყეს თავიანთი შემოქმედებითი გზა ზურაბ სოტკილავამ, პაატა ბურჭულაძემ, სახელწიფო ოპერის სოლისტებმა თემურ გუგუშვილმა, გია (ჯარჯი) ასათიანმა, ბერლინის ოპერის სოლისტმა მიხეილ ბახტაძემ, ტენორების კონკურსის ლაურეატმა მიხეილ სილაგაძემ, „ცისფერმა ტრიომ“ - დავით აბესაძემ, თამაზ სეფერთელაძემ, მალხაზ თავართქილაძემ, „ტრიო თბილისმა“ - ზაზა მამალაძემ, რევაზ გუნიავამ, ნუგზარ აფხაიძემ, ტრიო “სიმმა“ - ზაზა ვეხვაძემ, რეზო გელაშვილმა, ზურაბ ცქიტიშვილმა, ანსამბლმა „მგზავრები“ - გიგი დედალამაზიშვილმა, ლაშა დოხნაძემ, დათო გოგელიამ, ბეჟან ამირანაშვილმა, გუგა კუბლაშვილმა, ანსამლ „შავნაბადას“ დამაარსებელმა და კაპელმაისტერმა დავით გოგელიამ, „ქართული ხმების“ წევრებმა - ძმებმა ბაკურაძეებმა, ანსამბლ „ალილოს“ მომღერალმა ზურაბ დათიკაშვილმა, ანსამბლ „ბონუსის“ წევრმა პაატა მელაძემ. ძნელად მოიძებნება ფოლკლორული ანსამბლი საქართველოში, სადაც ვაჟთა კაპელას აღზრდილები არ მღეროდნენ - ანსამბლები: „ერისიონი“, „რუსთავი“ საქართველოს სხვადასხვა რაიონის ფოლკლორული ჯგუფები და ანსამბლები, რომელთაგან ბევრი ჩემი ხელმძღვანელობის პერიოდში იყო კაპელის წევრი. მყავს 2 შვილი, 4 შვილისშვილი და ბევრი შვილი - ყველანი ვაჟები! აი, ასეთი მდიდარი ვარ და ასეთი დიდი ტრადიციების მქონეა ჩვენი კაპელა. შეუძლებელია არ აღვნიშნო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მხარდაჭერის შესახებ. მადლობა მას, იმ ტრადიციების დაცვისა და გაგრძელებისთვის, რომელსაც 59 წლის წინ ჩაეყარა საფუძველი. სწორედ, ამ და სხვა დამსახურებებისთვის, ჩვენ მას ვუძღვნით რაჭულ ხალხურ სიმღერას “რაჭა იაონო”. როდესაც საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში პირველი კონცერტის დაგეგმვა დავიწყეთ, პირველივე წუთიდან გვერდით დავით გურგენიძე, მასთან ერთად სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ზურაბ გუდავაძე და კანცლერი კარლო კოპალიანი, კულტურის მიმართულების ხელმძღვანელი ბადრი ლებანიძე და მისი გუნდი დაგვიდგნენ. მადლობა მათ ყველაფრისთვის, სიყვარულისა და მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა ციცინო ფალავანდიშვილმა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე იუზა კუბლაშვილის სახელობის ვაჟთა სახალხო კაპელას საიუბილეო წლის ფორმატში პირველი კონცერტის წარმატებით დაწყებას ულოცავს.

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს უმდიდრესი სახელოვნებო ტრადიციები აქვს. ამ კედლებში დიდ მეცნიერებთან ერთად, ხელოვნების კორიფეებიც მოღვაწეობდნენ. მათი ჩამოთვლა შორს წამიყვანს და ვშიშობ ვინმე არ გამომრჩეს. ჩემი სტუდენტობის პერიოდიდან დღემდე, მოწმე ვარ, როგორ იცვლებოდა თაობები ამ არაჩვეულებრივ შემოქმედებით კოლექტივში. ისინი მუდამ წარმატებით წარმოადგენდნენ ჩვენს უნივერსიტეტს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. ტრადიცია გრძელდება - დღეს ჩვენს თვალწინ ისე, როგორც ერთმა დღემ, გაირბინა 59-მა წელმა. მადლობა კაპელის სამხატვრო ხელმძღვანელს და დირიჟორს, სტუდენტებს - ქართული ფოლკლორის პოპულარიზაციისთვის. წარმატებები მისურვებია“, - განაცხადა დავით გურგენიძემ.

სტუ-ის ინფორმაციით, ვაჟთა სახალხო კაპელის კონცერტის დასასრულს, მაყურებლის წინაშე პოპულარული ჯგუფი “მგზავრები” წარსდგა ახალი სიმღერით - „საქართველოა“.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა