სალაშქრო ფესტივალს აჭარა ივლისის ბოლოს უმასპინძლებს

პირველ სალაშქრო ფესტივალს აჭარა 23-28 ივლისს უმასპინძლებს. ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათი ცნობით, ფესტივალის მონაწილე 100-მდე მოლაშქრეს საშუალება ექნება აჭარის ალპურ ზონაში მდებარე 45 კილომეტრიანი მარშრუტი დალაშქროს.

„ზღვიდან მთამდე“ ასე ჰქვია ფესტივალს, რომლის სალაშქრო მარშრუტი ჩირუხის მთიდან დაიწყება და ალპურ ბოტანიკურ ბაღში დასრულდება. ფესტივალს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო მთიანი აჭარის ტურისტული მარშრუტების პოპულარიზაციისა და აჭარაში ლაშქრობის სტიმულირების მიზნით ატარებს.

ტურისტული ბილიკები მოიცავს ალპურ ზონას, ბუნებრივ და კულტურულ მემკვიდრეობას, ისეთს როგორიცაა შრატიანის და შუამთის ტბები, ხიხანის ციხე, ალპური ბაღი, მწვანე ტბა, ასევე სხვადასხვა შემეცნებით და ინტერაქტიულ აქტივობებს, კულინარიული მასტერკლასებსა და შეჯიბრებებს. ფესტივალის მონაწილეებს რეგისტრაციის გავლა პირველი ივლისიდან ფესტივალის გვერდზე https://infoajara.com/ka/hiking-festival შეუძლიათ. აქვეა განთავსებული ინფორმაცია პროგრამის და დასალაშქრი მარშრუტის შესახებ. სალაშქრო ფესტივალი აჭარაში პირველად ტარდება და მასში მონაწილეობა უფასოა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე