„ლელოს“ ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, ვატო სურგულაძე ახალგაზრდებს შეხვდა

„ლელოს“ ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, პარტიის წევრი ვატო სურგულაძე ახალგაზრდებს შეხვდა.

შეხვედრაზე, ახალგაზრდებს გააცნეს “ლელოს” 9-გზავნილი, იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ აპირებს პარტია ქვეყანაში ნარკოდამოკიდებულების აღმოფხვრას.

როგორც სურგულაძემ განაცხადა, საქართველო არის ნარკოეპიდემიაში, ამიტომ ამ თემასთან დაკავშირებით გაჩუმება არ შეიძლება.

“პრაქტიკულად, მსოფლიოში არის ნარკოპანდემია. სამწუხაროდ, ნარკოპანდემია საქართველოშიც არის. ჩვენი დღევანდელი შეხვედრის მიზანი იყო, ახალგაზრდებთან ერთად წარგვედგინა ჩვენი გეგმა - რას ვაპირებთ და როგორ ვაპირებთ, როცა ხელისუფლებაში ვიქნებით.

ახალგაზრდებს ჩვენი 9-გზავნილი გავუზიარეთ და მათი აზრი მოვისმინეთ. შეიძლება, რაღაც მოსწონთ, რაღაცაში არ გვეთანხმებიან. ამიტომ, დღევანდელი შეხვედრა ემსახურებოდა იმას, რომ მოგვესმინა ახალგაზრდების მოსაზრება. ჩვენ მათ მოვუსმინეთ და ჩემი აზრით, მათ მოსაზრებებს ჩვენს გეგმაში ავსახავთ.

საქართველო არის ნარკოეპიდემიაში, ამიტომაც ამაზე გაჩუმება არ შეიძლება, იღუპება ერი. ყველა იმ ქვეყანაში, სადაც რუსეთის დომინირებაა, ნარკომანია კლავს ახალგაზრდობას და უკლავს ქვეყანას მომავალს”, - განაცხადა ვატო სურგულაძე.

როგორც GEN Z-ის კომიტეტის თავმჯდომარე, გვანცა ცანავამ აღნიშნა, პროექტში ნებისმიერ მსურველს შეუძლია ჩაერთოს. მისი თქმით, პარტია “ლელო” ნებისმიერ მსურველს დაეხმარება პრობლემის გადაჭრაში.

“დღეს, ცუდი პრობლემის წინაშე ვდგავართ, ეს არის ნარკოპოლიტიკა. პრობლემის გადასაჭრელად არ ტარდება შესაბამისი კურსები ან ტრენინგები, აქედან გამომდინარე, პარტია “ლელომ” მიიღო გადაწყვეტილება, რომ ახალგაზრდებს ამ პრობლემასთან დაკავშირებით მეტი ინფორმაცია მიაწოდოს, ასევე, დავეხმაროთ ამ პრობლემის გადასაჭრელად.

ნებისმიერ მსურველს შეუძლია ამ პროექტში ჩაერთოს, ჩვენ მათ ყველანაირ დახმარებას გავუწევთ”, - აღნიშნა გვანცა ცანავამ.

მას შემდეგ, რაც ლელოს” წევრებმა ახალგაზრდებს ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, პარტიის 9-გზავნილი გააცნეს, საკითხთან დაკავშირებით დისკუსია გაიმართა. დისკუსია კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე