დაღესტანში  სინაგოგას, ეკლესიას და  პოლიციის პოსტს ცეცხლი გაუხსნეს, არიან დაღუპულები

დაღესტანში, დერბენტში სინაგოგას და ეკლესიას ცეცხლი გაუხსნეს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

ამავე ცნობით, შედეგად მოკლულია ერთი პოლიციელი, არის დაჭრილიც.

არსებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილებმა თეთრი ავტომობილით მიმალვა შეძლეს.

სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ იწვის ერთ-ერთი ნაგებობა.

ადგილზე საგამოძიებო კომიტეტის თანამშრომლები მუშაობენ.

გარდა ამისა, მახაჩყალაში უცნობი პირები პოლიციის საგუშაგოს დაესხნენ თავს.

დაღუპულია პოლიციის ერთი თანამშრომელი, დაშავდა ექვსი.

ამასთან, დაღესტნის საზოგადოებრივი მონიტორინგის კომისიის თავმჯდომარის მოადგილის შამილ ხადულაევის ინფორმაციით, თავდასხმების მსხვერპლი გახდა დერბენტში მღვდელი, ხოლო მახაჩკალაში ეკლესიის დაცვის თანამშრომელი.

„დერბენტის ეკლესიაში 66 წლის მღვდელი მოკლეს. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მეორე სასულიერო პირიც მოკლეს, ამ დროისთვის არ დასტურდება“, - წერს იგი "ტელეგრამის" არხზე.

დაღესტნის საგამოძიებო კომიტეტის დეპარტამენტმა სისხლის სამართლის საქმე „ტერორისტული თავდასხმის“ მუხლით აღძრა.

დაღესტნის შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი განაცხადა, რომ ორი თავდამსხმელი ლიკვიდირებულია. ამასთან, დეპარტამენტის პრესსამსახურის უფროსმა არ დააკონკრეტა, კონკრეტულად, რომელ ქალაქზეა საუბარი.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ