სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზაფხულის სასესიო კვირა მიმდინარეობს, რომელშიც ქეთევან თურაზაშვილი მონაწილეობს

სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზაფხულის სასესიო კვირა მიმდინარეობს, რომელშიც „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი, ქეთევან თურაზაშვილი მონაწილეობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პარტია „მოქალაქეების“ პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მიმდინარე კვირაში, საპარლამენტო ასამბლეაში ჩანიშნულია არაერთი დებატი და რეზოლუციების განხილვა, სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე, მათ შორის - საქართველოში დემოკრატიის გამოწვევების შესახებ, ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების კონტექსტში. აგრეთვე, განსახილველ საკითხებშია, რუსული აგრესიის შედეგად უკრაინაში ადამიანის უფლებების დარღვევა.

„ივნისის სასესიო კვირა იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ მიმდინარე კვირაში ასამბლეა აირჩევს გენერალურ მდივანს, დეპუტატი ქეთევან თურაზაშვილი აქტიურ შეხვედრებს მართავს ამ პოზიციაზე წამოყენებულ კანდიდატებთან.

სტრასბურგში აქტუალურია ე.წ. უცხოური გავლენის შესახებ კანონის ირგვლივ განვითარებული მოვლენები, ამ თემის ირგვლივ შეხვედრები გაიმართება, როგორც წევრი, ისე დამკვირვებელი სახელმწიფოების წარმომდგენლებთან.

საგულისხმოა ისიც, რომ ივნისის სესიამდე, საპარლამენტო ასამბლეის ბიურომ მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდეს, რისთვისაც შექმნილია დროებითი კომიტეტი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე