სამაგისტრო პროგრამა, რომელიც ევროპის წამყვან 14 უნივერსიტეტთან გაცვლით პროგრამებს სრული ან ნაწილობრივი დაფინანსებით გთავაზობთ

გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა სტუდენტური ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია. საზღვარგარეთ, სხვა უნივერსიტეტში გატარებული თვეები აფართოებს სტუდენტის თვალსაწიერს, ეხმარება პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში, ზრდის პიროვნულად და ამზადებს დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის.

გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისას სტუდენტები მთელი მსოფლიოდან ხვდებიან ერთმანეთს, აყალიბებენ საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობას, რაც მათი მსოფლმხედველობის განვითარებაზე დიდ გავლენას ახდენს.

უცხო გარემოში ცხოვრება სტუდენტს ხდის უფრო დამოუკიდებელს, მოქნილს და ცხოვრებისეული გამოწვევებისთვის ამზადებს.

ამ ყველაფრის ფონზე არანაკლებ მნიშვნელოვანია ის ცოდნა და განათლება, რომელსაც სტუდენტი მსოფლიოს მოწინავე უნივერსიტეტში გაცვლითი პროგრამის საშუალებით იღებს.

ქართული უნივერსიტეტების სტუდენტებსა და მაგისტრანტებს ხშირად აქვთ შესაძლებლობა სხვადასხვა ქვეყანას გაცვლითი პროგრამით ესტუმრონ, თუმცა ამ მიმართულებით საგანმანათლებლო ბაზარზე გამორჩეულია ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა, რომელიც თითოეულ მაგისტრანტს სრულად და ნაწილობრივ დაფინანსებულ გაცვლით პროგრამებს სთავაზობს 14 უნივერსიტეტში.

ესენი გახლავთ:

  • ბრაგანსას პოლიტექნიკური ინსტიტუტი, პორტუგალია;
  • კიეტი-პესკარას უნივერსიტეტი, იტალია;
  • კიოლნის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, გერმანია;
  • ტიროლის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, ავსტრია;
  • აშაფენბურგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, გერმანია;
  • პოზნანის ეკონომიკისა და ბიზნესის უნივერსიტეტი, პოლონეთი;
  • კობლენცის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, გერმანია;
  • სოფიას უნივერსიტეტი, ბულგარეთი;
  • ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, გერმანია;
  • ვიურცბურგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, გერმანია;
  • ვიადრინას ევროპული უნივერსიტეტი, გერმანია;
  • ვილნიუსის უნივერსიტეტი, ლიეტუვა;
  • კაუნასის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, ლიეტუვა;
  • ვილნიუსის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, ლიეტუვა.

გარდა ამისა, მაგისტრანტებს ორმაგი დიპლომის მიღების შესაძლებლობაც აქვთ. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი უკვე წლებია, წამყვან ევროპულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობს. მათ შორის არის ბრაგანჩას პოლიტექნიკური ინსტიტუტი (Polytechnic institute of Braganca, Portugal), რომელიც ევროპაში ერთ-ერთი პოპულარული საგანმანათლებლო დაწესებულებაა. BTU-ს ბიზნესის ადმინისტრირებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის დაწყებით მაგისტრანტს საშუალება ეძლევა, ერთდროულად ორი უნივერსიტეტის დიპლომი მიიღოს, პროგრამის ბოლო, მეორე სასწავლო წელი კი პორტუგალიაში გაატაროს.

არ დაგავიწყდეთ, გაცვლითი პროგრამა ის გარდამტეხი ცხოვრებისეული გამოცდილებაა, რომელიც პიროვნულ ზრდას, მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და მრავალფეროვან კულტურულ შთაბეჭდილებებს ეფუძნება. ზემოთ აღნიშნული სამაგისტრო პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად კი გაიარეთ რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე.

(R)

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა